FM97.5 / LIVE

ადვოკატი 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს

მთავარისიახლე, სამართალი 07.03.2017
ნინოწმინდაში მოხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოში დაცვის მხარის ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხა.

ადვოკატი 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს
დღეს, 7 მარტს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სათხა-ნინოწმინიდის გაზაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულის ადვოკატი რეზო კაჭკაჭიშვილი დასკვნით სიტყვას ორი საათის განმავლობაში კითხულობდა. მან მკვლელობის დღე გაიხსენა, ასევე გამოძიების მიმდინარეობა და საგამოძიებო ღონისძიებების შედაგად მიღებული დასკვნებიც გაანალიზა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულს განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია.

„ იგი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა ნამდვილად და ველოდებით გამაგართლებელ განაჩენს, მიუხედავად დამდგარი შედეგისა, რასაც მე, როგორც პიროვნება ძალიან განვიცდი“, – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატმა რეზო ჯაჭკაჭიშვილი.

გარდაცვლილის ახლობლები კი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ა.მ. შემთხვევის დროს მარტო არ მოქმედებდა.

„24 წლის ვაჟკაცი გამოიყვანეს გარეთ და მოკლეს. გვინდა რომ დააპატიმრონ. ჩემი შვილიშვილი ისეთი ძლიერი იყო იმას დანას ვერ გააგდებინებდნენ ხელიდან. შემთხვევის დროს მკვლელი მარტო არ იქნებოდა“, – ამბობს გარდაცლილის ბებია სიგუშ სანოსიანი.

მომდევნო სასამართლო სდომა 14 მარტს 16:00 საატზე ჩაინიშნა. აღნიშნული პროცესი ბრალდების მხარის რეპლიკებს დაეთმობა, ამის გამო პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა პროცესის გადადება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდაში მკვლელობა 6 ივლისს მოხდა. ნინოწმინდა–სათხის დამაკავშირებელ გზაზე, ავტომობილში, 24 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივების განმარტებით, გარდაცვლილი სოფელ დიდ არაგიალში ცხოვრობდა და რუსეთში მუშაობდა.

საქმეზე გამოძიება, სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ა.მ–ს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე  პოლიციელები დაიკითხნენ
ნინოწმინდაში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს აღიარებს
24  წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულს 9–წლიანი  პატიმრობა მიესაჯა
პროკურორი: ვვარაუდობთ, რომ დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებული მარტო არ მოქმედებდა
ახალქალაქში, დედა–შვილების მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
სამი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა