FM97.5 / LIVE

რატომ იჭრება ფიჭვის ხეები სოფელ რუსთავთან

მთავარისაზოგადოება 07.03.2017
ახალციხიდან ასპინძის მიმართულებით, სოფელ რუსთავთან გზის ორივე მხარეს ფიჭვის ხეებია მოჭრილი.

რატომ  იჭრება ფიჭვის ხეები სოფელ რუსთავთან
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში მცხოვრებლების თქმით, ბოლო დროს სოფელთან ახლოს ფიჭვის ხეები პერიოდულად იჭრება. ამის შესახებ ის ადამიანებიც საუბრობენ, ვისაც ამ გზაზე გავლა ხშირად უხდება.

„ტრენერ–მასწავლებელი ვარ და ყოველდღე დავდივარ ახალციხიდან ახალქალაქში. ერთი ხე რომ მოიჭრას იმას შეამჩნევ და როცა არა ერთია მოჭრილი ის კიდევ უფრო ჩანს“, – აცხადებს ახალციხეში მცხოვრები იამზე მსხვილიძე.

სოფელთან ახლოს მოჭრილი ფიჭვების შესახებ იცის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა რუსთავიდან ჯემალ იაკობაძემაც: „12 ხე მაინც იქნება მოჭრილი. ვინ რა მიზნით მოჭრა არ ვიცი. გამგეობაში ამაზე ლაპარაკი არ ყოფილა“.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენეტში „სამხრეთის კარიბჭეს“ დაუდასტურეს, რომ აქ ხეები ნამდვილად მოჭრილია. თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჭრა მათი ნებართვით „ენერგო–პრო–ჯორჯიამ“ განახორციელა: „მთავრობის განკარგულება აქვთ და მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სადაც ხეები სადენებს ხელს უშლის ჭრიან“.

„ენერგო–პრო–ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურითიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ამ დროისთვის კომპანია ჭრებს სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით არსად არ ახორციელებს, სოფელ რუსთავთან კი ნებართვით 15–მდე ხე ოქტომბერში მოჭრეს.

„აქ ხეები მაღალი ძაბვის სადენს უშლიდა ხელს. ეს სადენი ოთხ რაიონს, ახალციხეს, ახალქალაქს, ასპინძასა და ნინოწმინდას ამარაგებს. მას შემდეგ ამ ტერიტორიაზე ჭრა არ განხორციელებულა“, – ამბობს „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავთანდილ დვალიშვილი.

მიუხედავად მისი განცხადებისა, ადგილობრივები ირწმუნებიან რომ სოფელთან ხეები პერიოდულად იჭრება. ამაზე საუბრობს იამზე მსხვილიძეც: „ადრე იყო მოჭრილი და ტოტებიც ეყარა, ამ დღეებში რომ გავიარე კიდევ სხვა ხეებიც იყო მოჭრილი. იმედია ამაზე რეაგირებას ვინმე მოახდენს“.

რატომ  იჭრება ფიჭვის ხეები სოფელ რუსთავთან

რატომ  იჭრება ფიჭვის ხეები სოფელ რუსთავთან


[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გაჩეხილი ხეები ზაზალოს ტყეში[Video]
აწყურის ტყეში ხეები ხმება
ადიგენი–ახალციხის გზის მონაკვეთზე ფიჭვის ხეები ხმება
ახალციხეში ხეები გადაბელეს [Photos]
ახალციხეში ხეებს ჭრიან
ახალციხე–ადიგენის გზაზე  ქარმა ხეები მოგლიჯა [Photo/Video]
ასპინძაში წითელ ნუსხაში შეტანილი კაკლის ხეები იჭრება