"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

"სოხუმი" სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

მთავარისიახლე, SK TV, რეპორტაჟი 06.03.2017
ადიგენიდან სოხუმში ათობით მგზავრი ათი წელი ატარა. 25 წლის წინ გაჩერდა, მაგრამ, ტრანსპორტიდან წარწერა 'სოხუმი' არ მოხსნა – ეს მისთვის დაბრუნების სიმბოლოა, ნიშანი, რომ რეისი – 'ადიგენი–სოხუმი' ოდესმე ისევ შესრულდება – სხვა მგზავრებით, სხვა ტრანსპორტით, მაგრამ მაინც.

"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

ეს, უკვე ძველი, საღებავგადასული, უმინებო და ნაწილების საწყობს დამსგავსებული ავტობუსი ადიგენში, სოფელ ენთელში, ბორის შეყლაშვილის ეზოში დგას. ავტობუსის უმოქმედობას მინაზე შერჩენილი "ტრაფარეტი" ნიღბავს... ირკვევა, რომ ეს შემთხვევითი როდია.

"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo] ჯერ მამას, მერე კი შვილს, ბორის შეყლაშვილს, ადგილობრივები აფხაზეთიდან, წლების განმავლობაში დააჰყავდათ, – ხან სავაჭროდ, ხან ექსკურსიაზე, ხან კი დასასვენებლად.

ბორისს ახსოვს, როგორ ხვდებოდნენ იქ ბოლო ჩასვლების დროს, ახსოვს ისიც, როდის შეწყდა მიმოსვლა, მაგრამ, ავტობუსის გაყიდვა არასოდეს უფიქრია, – მოგონებებისა და სიმბოლოების 'სკივრია' მისთვის და ამიტომ: „34 წლის არის, ბევრჯერ შემომთავაზეს გაყიდვა, თავის დროზე იმ ფულით თბილისში სახლის ყიდვაც შემეძლო, მაგრამ ვერ გავიმეტე“.

"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo] სოხუმზე მოგონებებით ამ სოფელში, ამ ავტობუსის წყალობით, მხოლოდ ბორისის ოჯახი არ ცხოვრობს. ადგილობრივებს ყველა მგზავრობა და ყველა დროის სოხუმი დეტალურად ახსოვთ.

დაკარგვის მიზეზებზე ყველას განსხვავებული აზრი აქვს, მაგრამ, ერთი, რაც ყველას აერთიანებს, იმედია – იმედი დაბრუნების, – სხვა დროს, სხვა საშუალებებით, სხვა ტრანსპორტით და სხვა მიზნით. იმედი აქვს ყველას, თარიღი კი არავის...



"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]

"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo] ბორის შეყლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ენთელში მეუღლესთან და ვაჟთან ერთად ცხოვრობს და თავს სოფლის მეურნეობით ირჩენს.
"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo] ზემო ენთელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფერსათის მთის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1380 მეტრზე მდებარეობს;
"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo] სოფელი ფხეროს თემში შედის;
"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo] სოფელი დაბა ადიგენიდან დაშორებულია 13 კილომეტრით, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 24 კილომეტრით;
"სოხუმი"  სოფელ ზემო ენთელში [Video/Photo]სოფელში არის შუა საუკუნეების ნაეკლესიარი.

[თინათინ ზაზაძე, ოთარ აწყურელი ადიგენი]


25.05.2017 მე–12 კლასელების გამოსაშვები გამოცდები დასრულდა

25.05.2017 სამედიცინო ცენტრში „სიცოცხლის ხე“ უფასო გინეკოლოგიური გამოკვლევები მიმდინარეობს

24.05.2017 მე–12 კლასელები გამოსაშვებ გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში აბარებენ

22.05.2017 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2017 რაბათში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გრძელდება [Photo]

26.05.2017 „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა

26.05.2017 ახალციხეში ველოტური მოეწყო

26.05.2017 სამხედრო ტექნიკის გამოფენა ახალციხეში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

25.04.2017 სომხური სოფელი, სადაც აღდგომას სამჯერ აღნიშნავენ [Photo/Video]

მსგავს თემაზე

'ეს სოფელი ყველაფერს მოწყვეტილია' [Video]
რეპორტაჟი სოფელ ტატანისიდან [Video]
ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]
Sk Travel - სოფელი ხეოთი [Video]
სვირის სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ბერძნების სოფელი ახალციხეში [Video]
სოფელ ფარეხაში, სადაც მხოლოდ 5 ოჯახი ცხოვრობს, კორპუსს გაარემონტებენ