FM97.5 / LIVE

რეგიონული განვითარების სამინისტროში 24 პროექტი გაიგზავნება

მთავარიეკონომიკა 11.03.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რეგიონული განივითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 24 პროექტს წარუდგენს. პროექტების წარდგენის ვადა დღეს იწურება

რეგიონული განვითარების სამინისტროში 24 პროექტი გაიგზავნება

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას სამინისტროში წარსადგენად ყველა პროექტი მზად აქვს.

- ”24 პროექტზე მეტი გვქონდა მომზადებული, მაგრამ ის პროექტები, რომლებიც მცირე ბიუჯეტს მოითხოვდნენ, მუნიციპალიტეტი დააფინანსებს”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამარ გოგოლაძე.

სოფელ ანდრიაწმინდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ნიკოლოზ ტაბატაძემ მუნიციპალიტეტის გამგეობას სამი პროექტი წარუდგინა, თუმცა აქედან რეგიონული განვითარებისა და ინრასტრუქტურის სამინისტროს მხოლოდ ერთი გადაიგზავნება.

- ”ანდრიაწმინდის და ანდის შიდა გზების და სასმელი წყლის პროექტების დაფინანსებას ვითხოვდით, მაგრამ დაწუნებულ იქნა, რადგან ამ პროექტში მცირე თანხიანები არ იყო გათვალიწინებული. ჩემი პროექტებიდან მარტო სოფლებამდე მისასვლელი 8-კილომეტრიანი გზის პროექტი გაიგზავნება, რომლისთვისაც 40,000 ლარია საჭირო”, - ამბობს იგი.

როგორც რწმუნებულებმა განმარტეს სამინისტროში გაიგზავნება ისეთი პროექტები, რომლის ხარჯთაღრიცხვაც 15,000 ლარზე მეტს შეადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პროექტები დღის ბოლომდე გაიგზავნება. ის, თუ რომელი მათგანი დაფინანსდება, ორი კვირაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის პროექტების შედგენა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს დაევალათ. ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის პრიორიტეტები მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვიტეს.

თინათინ ზაზაძე, ახალციხე


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რეგიონული განვითარების სამინისტრომ პროექტები დაამტკიცა
რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ახალციხეში
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
რეგიონული განვითარების სამინისტროს ბორჯომი 5 მლნ ლარს სთხოვს
მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებენ
2018 წელს რეგიონული ფონდიდან ახალციხეში 10 პროექტი განხორციელდება
რაში დახარჯავენ ასპინძელები ორ მილიონამდე ლარს