FM97.5 / LIVE

„რუსთავი 2“–ის საქმეზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 04.03.2017
პოზიციას “რუსთავი 2”-ის საქმეზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.

„რუსთავი 2“–ის საქმეზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა
“ამერიკის ხმის” კორესპონდენტის სინდი სეინის შეკითხვას რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, შემდეგნაირად უპასუხა:

“შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-თან დაკავშირებით [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური.”

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ასევე 2 მარტს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა:

“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა. პლურალისტური მედია უმნიშვენოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური,”- აცხადებს აშშ-ის საელჩო.

2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 8 მარტამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს აღსრულება.

[skwens.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის  საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა
დღეს თბილისში „რუსთავი2“-ის მხარდასაჭერად აქცია-კონცერტი გაიმართება
‘რუსთავი 2’ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა
ნიკა გვარამია:უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაჩერებლად ევროსასამართლოს მივმართავთ
ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და გამოხმაურებები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე