FM97.5 / LIVE

sknews.ge ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის

მთავარისაზოგადოება 09.03.2013
ორი დღეა sknews.ge-ს ტექნიკური პრობლემა აქვს, სერვერი დაზიანებულია ფიზიკურად, რის გამოც ვებ-გვერდი გამართულად ვერ მუშაობს.

როგორც serv.ge-ს ტექნიკურმა განყოფილებამ გვაცნობა, გაფუჭდა სერვერი, რომელზეც ჩვენი ანგარიში იყო განთავსებული. სარეზერვო ასლიდან მასალების აღდგენა მხოლოდ 21 თებერვლის ჩათვლით მოხერხდა.

ყველა იმ მასალის აღდგენა, რომელიც ვებ-გვერდზე, 21 თებერვლის შემდეგ განთავსდა, ფაქტობრივად შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი ყველა ამ მასალის ვებ-გვერდზე თავიდან ატვირთვაა.

შეგახსენებთ, ვებ-გვერდიდან წაშლილია მასალები, რომლებიც ეხებოდა:

• ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ახალციხეში, რაბათში ვიზიტს და ბრენდული მაღაზიების დაკეტვას.

• საქართველს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ვიზიტს ქვესადგურ ”ახალციხე-500”-სა და რაბათში და მის შეფასებას ახალციხის ციხეში მაღაზიების დაკეტვის თაობაზე; აქვე, შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხეში ვიზიტის შემდეგ კახა კალაძემ ფეისბუქის გვერდზე რაბათის მოიჯარეების სიაც გამოაქვეყნა, რის შესახებაც ასევე წერდა sknews.ge.

• დამეწყრილი აწყურის მოსახლეობის პრობლემებსა და მათი კომპენსაციის საკითხს.

• ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, რომელზეც გედევან ფოფხაძემ მობილური ტელეფონი ესროლა ერთ-ერთ დეპუტატს.

• უპრეცედენტო ბიზნეს-ისტორიას ახალციხის მუნიციპალიტეტში. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალციხის მუნიციპალიტეტში 2011-2012 წლების ფინანსური დარღვევების შესწავლა დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტში ასტრონომიულ თანხებადაა გაყიდული ნახევრადდანგრეული შენობები და იკვეთება ბიზნესმენებსა და ბიზნესზე ზეწოლის ფაქტები.

• ბიძინა გუჯაბიძის ვიზიტს ადიგენის მუნიციპალიტეტში, რომელიც ასევე ინციდენტით დასრულდა. შეგახსენებთ, გუჯაბიძის წასვლის შემდეგ ერთმა მოქალაქემ ”სამხრეთის კარიბჭეს” განუცხადა, რომ ერთ-ერთმა მანქანამ მოქალაქეს ფეხზე გადაუარა. ასევე მოქალაქემ მოგვაწოდა ვიდეოც, რომელზეც ინციდენტი იყო ასახული.

• ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ”ნაციონალი” გამგებლის ”ოცნებაში” გადასვლის სურვილს. ნაირი ირიციანი ”სამხრეთის კარიბჭეს” პარტიის შეცვლის მიზანსა და იმ ზეწოლაზე ესაუბრებოდა, რასაც მისი თქმით, წლების განმავლობაში ”ნაციონალური” მოძრაობიდან განიცდიდა.

• რეგიონული განვითარების მინისტრის დავით ნარმანიას ვიზიტს ახალციხეში და ა.შ.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემების მოკლე ჩამონათვალია.

ყველა წაშლილი მასალა ვებ-გვერდზე ეტაპობრივად, თავიდან აიტვირთება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება.

sknews.ge ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

პატივისცემით

sknews.ge-ს მთავარი რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხეში კახა კალაძეს ელოდებიან
უპრეცედენტო ბიზნეს-ისტორია ახალციხის მუნიციპალიტეტში
ახალციხის ციხეში მაღაზიები დაიკეტა
ახალციხის ციხის დირექტორი მერაბიშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს

ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
ვანო მერაბიშვილი ბოდიშს იხდის
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’