სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერია ოთხმა თანამშრომელმა დატოვა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 02.03.2017
ახალციხის მერიის იმ თანამშრომლებს შორის, რომლებმაც სამსახური დატოვეს, ახალი მერის მიერ დასაქმებულებიც არიან. მათ შორის ერთ–ერთი მერის დისშვილიცაა.

ახალციხის მერია ოთხმა თანამშრომელმა დატოვა
ახალციხის მერის დისშვილმა გიორგი ანდღულაძემ დაკავებული პოზიცია დატოვა. იგი ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

„28 თებერვალს დავწერე განცხადება და წამოვედი“, – აცხადებს ანდღულაძე.

რაც შეეხება შეკითხვას რა გახდა ამის მიზეზი, გვპასუხობს, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს.

გიორგი ანდღულაძე მერიაში მას შემდეგ დასაქმდა, რაც ქალაქის მერის უფლებამოსილების შესრულებას ვლადიმერ ზედგინიძე შეუდგა.

ახალი მერის მისვლის შემდეგ დაიწყო მუშაობა ინფრასტრუქტურის სამსახურში არქიტექტორად დავით ჯაფარიძემაც. თუმცა პოზიციის დატოვება მან ანდღულაძეზე ადრე გადაწყვიტა.

„28 თებერვლამდე დავწერე განცხადება“, – ამბობს ჯაფარიძე და მიზეზებზე საუბარს ისიც თავს არიდებს – „ახლა ვერ დაგელაპარაკებით ამაზე“.

მერია დატოვეს ძველმა თანამშრომლებმაც.

პირველ თებერვალს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა მთავარი სპეციალისტი კადრებისა და საქმის წარმოების საკითხებში ია აბულაძე.

„საკუთარ ბიზნესს მინდა მივხედო, ეს იყო მიზეზი, სხვა პრობლემა არაფერი ყოფილა“, – ამბობს აბულაძე, რომელიც მერიაში აღნიშნულ პოზიციაზე სამი წელი მუშაობდა.

ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ მერიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო შესყიდვების განყოფილების უფროსმა მანანა ბალიაშვილმაც: „სხვა სამსახურში დავიწყე მუშაობა, „ვორლდ ვიჟენში“ გადავედი, მიზეზი მხოლოდ ეს იყო“, – აცხადებს იგი.

ახალციხის მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ კომენტარს ჯერ კიდევ არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიაში, მას შემდეგ, რაც ქალაქის ახალ არჩეულმა მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ მუშაობა დაიწყო, საკადრო ცვლილებების განხორციელება დაიწყო. თუმცა, მესამე თვეა ამ თმაზე ქალაქის მერი არ საუბრობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

გასაიდუმლოებული საკადრო ცვლილებები ახალციხის მერიაში
ახალციხის მერის მეორე მოადგილედ დავით ტაბატაძე დაინიშნა
ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს
ახალციხის მერიის ახალმა თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს
რის მიხედვით შეარჩევს ახალციხის ახალი მერი კადრებს
ადიგენის გამგეობაში ორი სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ახალციხის მერიაში ტესტირება ექვსმა თანამშრომელმა ვერ გაიარა