ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.03.2017
ახალციხეში ადგილობრივებს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია და სამთავრობო სამოქმედო გეგმა გააცნეს.

ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
ადამიანების უფლებების დაცვის თემაზე გამართულ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმაართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონიძიებას, ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და პარლამენტში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი უძღვებოდნენ.

მათ, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესახებაც ისაუბრეს. ძირითადად ყურადღება კი ეროვნული, ეთნიკური, ასევე რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე გაამახვილეს.

„ეს იყო საინფორმაციო სახის შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს, რეგიონული კომუნიკაციის გაძლიერებას იმ ადამიანებთან, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობენ. გვინდა რომ რეგიონებშ ასეთი ადამიანები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ იმ საკითხებზე მუშაობაში, რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღბას“, – ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი .

მისი თქმით, 10 თვის განმავლობაში მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება: „ასევე გაკეთდება გადაცემები და განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები“.

ადამიანების უფლებების შესახებ შეხვედრა, პროექტის – „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში ჩატარდა. ეს ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მიერ აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ახალციხეში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

02.08.2018 დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.08.2018 ახალციხის მერიამ 10 წარმატებულ სტუდენტს 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა

12.08.2018 ფერების შოუ ახალციხეში [photos\video]

12.08.2018 ახალციხეში ახალგაზრდების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა

12.08.2018 ახალციხის ტბაზე სპორტული შეჯიბრებები მიმდინარეობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე საჯარო პირებისთვის ტრენინგი გაიმართა
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაზე იმსჯელეს
10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
ადამიანის უფლებების დაცვაზე საჯარო მოხელეებისათვის სემინარი იმართება
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ახალქალაქში
ახალციხეში ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა ბორჯომელებს ანგარიში წარუდგინეს