FM97.5 / LIVE

სამინისტროში დიდი ტელესკოპისთვის თანხის გამოყოფაზე არ უმსჯელიათ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 02.03.2017
განათლების სამინისტროში საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას, ობსერვატორიაში დიდი ტელესკოპის შესაკეთებლად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით არ უმსჯელია.

სამინისტროში დიდი ტელესკოპისთვის თანხის გამოყოფაზე არ უმსჯელიათ
აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას განცხადებით, მან განათლების სამინისტროს დიდი ტელესკოპის შესაკეთბლად, ან ახალი ტელესკოპის შესაძენად წერილობით ორჯერ მიმართა. პირველად თოდუამ წერილი თანხის გამოყოფის თხოვნით სამინისტროში 2015 წელს შეიტანა, მეორედ კი შარშან.

მიუხედავად ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიას ტელესკოპების საკითხზე ამ დრომდე არ უმსჯელია. მიზეზი თუ რატომ არ არ დაინტერესდა სამინისტრო ამ საკითხით უცნობია.

გარდა ტელესკოპებისთივს განკუთვნილი თანხისა, ობსერვატორია სამინისტროდან პასუხს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვისაც ელოდება.

„ეს საკითხიც მომდევნო სხდომაზე განიხილება. მაგრამ როდის გაიმართება მომდევნო სხდომა არ ვიცით“, – აცხადებენ განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ობსერვატორიას განაცხადი სამინისტროში 900 ათას ლარზე აქვს შეტანლი, აღნიშნული თანხა სამინისტრომ ობსერვატორიისთვის გასულ წელსაც გამოყო და როგორც უწყებაში აცხადებენ წელსაც დაუფინანსებენ. თუმცა ამ თანხის ძირითადი ნაწილი, 750 ათასი ლარი ობერვატორიის თანამშრომლების ხელფასებისთივს გაიწერება.

შეგახსენებთ, რომ აბასთუმნის ობსერვატორიაში ყველაზე დიდი ტელესკოპი, რომლითაც შორეულ ციურ სხეულებს აკვირდებოდნენ, 2011 წლიდან მწყობრიდანაა გამოსული. მის შესაკეთებლად კი ორი მილიონი ლარია საჭირო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.12.2019 შაბათის საკითხავი

06.12.2019 ახალციხეში სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობს

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

აბსთუმნის ობსერვატორიის ფინანსური პრობლემები
აბასთუმნის ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აბასთუმნის ობსერვატორიას კვლავ მაია თოდუა უხელმძღვანელებს
სოფელ აბასთუმანის სკოლაში დაპირისპირების საქმეს განათლების სამინისტრო შეისწავლის
რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია
ლალი მოროშკინამ მერაბ ბერიძის წინააღმდეგ განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა
ივანიშვილმა 'ახალციხის ციხე'  და აბასთუმნის ობსერვატორია დაათვალიერა