FM97.5 / LIVE

ახალციხის მესამე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს

მთავარისიახლე, განათლება 02.03.2017
ახალციხის მესამე, სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორად სუსანა აკოფოვა დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე სვეტა არუთინოვი ჩაანაცვლა.

ახალციხის მესამე საჯარო სკოლას ახალი დირექტორი ჰყავს
მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

მისი თქმით, ყოფილ დირექტორს სვეტა არუთინოვას უფლებამოსილების ვადა, ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ამოეწურა: „ამიტომ სამი თვის განმავლობაში დირექტორის მოვალეობას სასწავლო ნაწილი სუსანა მინასიანი ასრულებდა“.

ამიტომ განათლების სამინისტრომ აღნიშნულ პოზიციაცე კონკურსი გამოაცხადა.

„სერთიფიცირებული დირექტორობის კანდიდატი ჯერ სკოლის სამეურვეო საბჭომ შეარჩია, შემდეგ კი განათლების სამინისტრომ დაამტკიცა“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

აკოფოვას თქმით, დირექტორად დანიშვნამდე მან სამინისტროში გასაუბრება სამჯერ გაიარა: „მესამედ უკვე მინისტრთან ჯეჯელავასთან მქონდა გასაუბრება. შემდეგ კი ჩემი დანიშვნის ბრაძანება მოვიდა“.

იგი მესამე საჯარო სკოლაში 38 წელია რუსულ ენას ასწავლის. უმაღლესი განათლება 1974–1978 წლებში სომხეთში, ქალაქ გიუმრის მიქაელ ნალბანდიანის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო. მან აქ ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.

ახალდდანიშნული დირექტორი აცხადებს, რომ სკოლაში მთავარი პრობლემა გათბობაა: „შეშით ვთბებით, ამიტომ ყოველ ზამთარს სირთულეების იქმნება. ახლა იყვნენ სამინისტროდან ჩამოსულები, პროექტი მოამზადეს და დაგვპირდნენ, რომ მიმდინარე წელს ამ საკითხს აუცილებლად მოაგვარებენ და ბუნებრივ აირზე გადავალთ“.

გარდა ამისა, ახალი დირექტორს სურს, რომ მისი სკოლის პედაგოგები საგნობრივ გამოცდებში გადაემზადონ: „ეს სკოლის პრესტიჟს აგვიმაღლებს. 60 პედაგოგი მყავს, აქედან მხოლოდ სამია უფროსი მასწავლებლის სტატუსით. დანარჩენები პრაქტიკოსი პედაგოგები არიან“.
აკოფოვა, სკოლაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს: „ყველაფერს ისე დავტოვებ ჯერჯერობით როგორც დამხვდა“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობას 2010 წლიდან, 2016 წლამდე სვეტა არუთინოვა იკავებდა, რომელიც ამავე სკოლაში ფიზიკის საგნის პედაგოგია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

03.12.2019 ადიგენში ხანძრით დაზარალებულების დასახმარებლად დასკვნას ელოდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა
მოწონებული და დაწუნებული დირექტორები
სკოლას, რომლის დირექტორიც ქალაქის მერიაში წავიდა, დირექტორი ისევ არ ჰყავს
განათლების სამინისტრომ სკოლებს სამეურვეო საბჭოს მიერ დაწუნებული დირექტორები დაუნიშნა
ხვალ ახალციხის სკოლებში დირექტორებს აირჩევენ
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ