FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის გამგებელი: „ქორწილში მანქანით ჩემი შვილი იყო“

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.03.2017
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის გაგიკ კარსლიანის განცხადებით, მისი სამსახურეობრივი მანქანით ქორწილში მისი შვილი იყო. შვილი კი მძღოლად ჰყავს დასაქმებული.

ნინოწმინდის გამგებელი: „ქორწილში მანქანით ჩემი შვილი იყო“
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაგიკ კარსლიანმა სატელეფონო საუბარში განაცხადა.

ფოტოზე, რომელიც „სამხრეთის კარიბჭემ“ გამოაქვეყნა, ჩანს რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მანქანა საქორწილო ლენტითაა მორთული. თუმცა, გამგებელი აცხადებს, რომ მანქანით ქორწილში თვითონ არ ყოფილა.

„მე არა, ქორწილში მანქანით ჩემი შვილი იყო. მისი თანატოლი ბიჭის ქორწილი იყო მეზობლად, სტამბოლციანების. ჩემი საკუთარი მანქანა გაფუჭებული იყო და ამ მანქანით წავიდა“, – ამბობს გაგიკ კარსლიანი.

მისი თქმით, ამ დროს თვითონ სახლში იყო: „როცა გავიგე რომ მანქანა წაიყვანა, წავედი, მოვიყვანე და ღობის გვერდზე დავაყენე“.

შეკითხვაზე, რატომ გადასცა სამსახურეობრივი მანქანა შვილს კარსლიანი გვპასუხობს: „ჩემი შვილი ჩემი მძღოლია, რაც მე გამგებელი ვარ ის სულ ჩემი მძღოლია. რა ამბავი ატეხეთ, რა ხალხი ხართ. სხვა თემა ვერაფერი ნახეთ?!“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის გიგი ჩიხლაძისა და „ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის“ იურისტის ირმა პავლიაშვილის განცხადებით, საჯარო რესურსის, ამ შემთხვევაში სამსახურეობრივი მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენება კანონით დაუშვებელია, ასევე დაუშვებელია საჯარო მოხელის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით საჯარო სამსახურში ოჯახის წევრის დასაქმება.

პავლიაშვილი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე–13 მუხლს განმარტავს: „თანამდებობის პირს სამსახურეობრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე საჯარო მოხელედ არ შეიძლება დანიშნოს ამ პირის ახლო ნათესავი, კონკურსის წესით დანიშვნის გარდა“.

საიას იურისტის განმარტებითვე, ამავე კანონის მიხედვით, თუ თანამდებობის პირი იმ პოზიციაზე, სადაც მისი ნათესავი, ან ოჯახის წევრი დანიშნა, დანიშვნიდან 10 დღის ვადაში კონკურსს არ გამოაცხადებს, მაშინ მისმა დასაქმებულმა ნათსავმა, ან ოჯახის წევრმა უნდა შეწყვიტოს სამსახურეობრივი საქმიანობა.

რაც შეეხება მანქანის პირადი სარგებლობისთვის გამოყენებას გიგი ჩიხლაძე აცხადებს, რომ თუ ეს ზიანსი თვალსაზრისით დიდ მასშტაბებს ეხება სისხლის სამართლის დანაშაულია: "მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ დიდ ზიანზი ლაპარაკი არაა, ამიტომ სახელმწფო რესურსის გაფლანგვაზე საუბარი ვერ გვექნება ალბათ, მაგრამ ეს სამსახურეობრივი გადაცდომა მაინც არის“.

მისი თქმით, თუ მანქანა ქორწილში წასასვლელად ნამდვილად გამგებლის შვილმა გამოიყენა, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი ორივეზე ნაწილდება. ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხით პროკურტურა უნდა დაინტერესდეს.

რამდენად გონივრულად იქნა კარსლიანების მიერ ადმისნიტრაციული ხარჯი გამოყენებული, ან თავად სატრანსპორტო საშუალება, ამ საკითხით სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ჯერ არ დაინტერესებულა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.12.2019 ბაკურიანში სასტუმროების 75% უკვე დაჯავშნილია –როგორ ხვდება კურორტი ზამთრის სეზონს

06.12.2019 6 დეკემბერს კათოლიკე ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღინიშნავს

05.12.2019 ბორჯომის ორ სოფელში მზის პანელები დაამონტაჟეს

05.12.2019 ახალციხეს 16 მეტრიანი ნაძვის ხე ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ნინოწმინდის გამგებლის სამსახურეობრივი მანქანა ქორწილში
ახალციხის გამგებელი სამსახურეობრივი მანქანით ავარიაში მოყვა
გამჭვირვალობა: თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში მუშაობენ
პილიტიკური ნიშნით შესაძლო გათავისუფლების ფაქტი ნინოწმინდის პოლიციაში
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე სამსახურში დაბრუნდა, მანქანა საჯარიმოზე  რჩება
მესხეთის თეატრის დირექტორმა იურისტად ძმა დანიშნა
შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე