FM97.5 / LIVE

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.03.2017
1 მარტიდან, კათოლიკურ ეკლესიაში დიდმარხვა დაიწყო. ტაძრებში მარხვის პირველი დღის, იგივე „ნაცრის ყრის ოთხშაბათის“ ლიტურგია შესრულდა.

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

დიდმარხვის პირველ დღეს ანუ „ნაცრის ყრის ოთხშაბათს“ ახალციხის კათოლიკურ სამრევლოში წირვა წინამძღვარმა მამა ფილიპო ალიანმა აღავლინა. მან ტრადიციული რიტუალი – „ნაცრის ყრა“ შეასრულა და მორწმუნეებს ორმოცი დღის განმავლობაში ლოცვის, მარხვისა და გულმოწყალებისკენ მოუწოდა.

ისევე როგორც ახალციხეში, დღეს 1 მარტს „ნაცრის ყრის ოთხშაბათის“ რიტუალი ყველა კათოლიკურ ტაძარში შესრულდა. ტრადიციის თანახმად ლიტურიგიისას მღვდელი მონანიებისა და მოქცევის ნიშნად, მორწმუნეებს თავზე მცირეოდენ ნაცარს აყრის და ამბობს: „გახსოვდეს, რომ მტვერი ხარ და მტვრად იქცევი“ ( ან „მოინანიე და იწამე სახარება“ ).

ტრადიცია სათავეს მე–8 საუკუნიდან იღებს, როცა ცოდვილად შერაცხულ ადამიანებს ჯერ ნაცარს აყრიდნენ, შემდეგ კი ტაძრის გარეთ შეკრებილ ხალხთან საჯარო მონანიებისკენ უბიძგებდნენ. თავდაპირველად, ეს წესი მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებოდათ, რომლების მიერ ჩადენილი ცოდვების შესახებაც საჯაროდ იყო ცნობილი. მე–11 საუკუნეში კი პაპმა ურბანუს II იგი ყველა მორწმუნეზე გაავრცელა.
ნაცარი, რომელსაც მორწმუნეებს აყრიან, წინა წლის ბზის ტოტების დაწვის შედეგად მიიღება.იგი სიკვდილისა და ადამიანის არარაობის გაცნობიერების სიმბოლოა.

დიდმარხვის ორმოც დღიანი პერიოდი კათოლიკეებისათვის, "ლოცვას, მარხვასა და გულმოწყალებას" მოიცავს. როგორც მოძღვრები განმარტავენ, ამ პერიოდში მორწმუნეებმა უნდა განაახლონ ნათლობისას მიღებული მადლი და იზრუნონ ცოდვების მონანიებაზე.

გარდა ამისა, კათოლიკე ეკლესიაში, მარხვა მხოლოდ საკვების "არ მიღებას" არ გულისხმობს. მორწმუნე, ქრისტეს აღდგომისათვის, სულიერად უნდა მოემზადოს. შესაძლებელია უარი არა მხოლოდ საკვებზე, არამედ საყვარელ ჩვევაზე, ან ქცევაზეც თქვას. აქვე აუცილებელია მარხულმა ამ პერიოდში გულმოწყალება გამოიჩინოს და ილოცოს.

დიდმარხვა მოსამზადებელი პერიოდია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისათვის, რომელსაც წელს, 16 აპრილს, კათოლიკე და მართლმადიდებელი ეკლესიები ერთად აღნიშნავენ.
„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

„ნაცრის ყრის ოთხშაბათი“– დიდმარხვის პირველი დღე კათოლიკე ეკლესიაში  [Photo]

[თაკო ფექირიშვილი, ახალციხე]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 ახალციხის ციხეზე რძის ფესტივალი ‘იდეების გამოფენა’ გაიმართა

16.10.2018 ახალციხეში რაბათის დასახლებაში ტყე იჩეხება

16.10.2018 უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

კათოლიკურ სამრევლოში 'ნაცრისყრის ოთხშაბათის' ლიტურგია შესრულდა
'ვარდისშეყრა' – ქრისტეს ხორცისა და სისხლის დღესასწაული კათოლიკე ეკლესიაში [Photo/Video]
კათოლიკე ეკლესია დღეს აღდგომას აღნიშნავს [Photo]
აღდგომა ახალციხის კათოლიკე ეკლესიაში [Photo]

კათოლიკე და სომეხთა სამოციქულო ეკლესიები  აღდგომას აღნიშნავენ
სომეხთა სამოციქულო და კათოლიკე ეკლესიებმა აღდგომა იზეიმეს [Video]
კათოლიკე მრევლმა რაბათის ტაძრის დღესასწაული აღნიშნა [Photo]