FM97.5 / LIVE

აბსთუმნის ობსერვატორიის ფინანსური პრობლემები

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.03.2017
მწყობრიდან გამოსული ტელესკოპი და ინფრასტრუქტურა, აბასთუმნის ობსერვატორია ფინანსურ დახმარებას განათლების სამინისტროდან ელოდება.

აბსთუმნის ობსერვატორიის ფინანსური პრობლემები
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარები სახელმწიფოს ყურადღებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მწყობრიდან გამოსული ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის აღსადგენად ხელისუფლების მხარდაჭერაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, 6 წლის წინ გაფუჭებული ყველაზე დიდი ტელესკოპი და ის დარბაზები, სადაც წყალი ჩამოდის, ვერ შეკეთდება. გარდა ამისა, მათი აგანცხადებით, ასტრონომია როგორც მეცნიერების ერთ–ერთი დარგი, ბოლო ბოლო დროს პრიორიტეტული აღარც სასწავლებელშია და ასე შესაძლოა საქმე საბოლოოდ ობსერვატორიის დახურვამდეც მივიდეს. ახლა კი აქ სამუშაო პირობები არც თუ ისე სახარბიელოა – ტექნიკას განახლება სჭირდება, კადრების მოზიდვას კი ღირსეული ხელფასი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ წელს აბასთუმნის ობსერვატორიისთვის მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა და იგივე თანხის ოდენობას მიმდინარე წელსაც ჩარიცხავენ, თუ ობსერვატორიიდან შესაბამისი მიმართვა და დოკუმენტები იქნება წარმოდგენილი.

აბსთუმნის ობსერვატორიის დირექტორის მაია თოდუას განცხადებით, გასულ წელს სამინსიტროს მიერ გაწერილი თანხიდან 750 ათასი ლარი ხელფასებს მოხმარდა. დარჩენილი თანხით კი არა ერთი ძვირად ღირებული ტექნიკა შეიძინეს: „ვიყიდეთ მზის ტელესკოპი, რომელიც ახლა თბილისშია, მუხტკავშირიანი მიმღებები, ასევე კამერები, მაღალი სიხშირის მქონე ჯიპიესები. თითოს ღირებულება დაახლოებით 60 ათასი ლარი იყო. დარჩენილი თანხა კი მცირე სარემონტო სამუშაოებს მოვახმარეთ“.

აბასთუმნის ობსერვატორიაში 120 თანაშმრომელი ირიცხება, მათ შორის იგულისხმება ტექნიკური პერსონალიც: „დიდი ინფრასტრუქტურა გვაქვს. შესაბამისად მთაზე, მაგალითად, დაახლოებით 30 თანამშრომელი მხოლოდ ტექნიკური პერსონალია. ისინი მუშაობენ საბაგიროზე, წყალმომარაგებაში, ელექტრიკოსებად“.
მაია თოდუას თქმით, წლის განმავლობაში მხოლოდ 50 ათასი ლარი ელექტრო ენერგიის საფასური ირიცხება: „აქ გაზი შეყვანილი არაა, ამიტომ სამუშაო ოთახებში ელექტრო ღუმელებით თბებიან“.

რაც შეეხება ერთ–ერთ მნიშნველოვან პრობლემას, მწყობრიდან გამოსულ ყველაზე დიდ ტელესკოპს, რომლის საშუალებითაც ობსერვატორიაში შორეულ ციურ სხეულებს აკვირდებიან, თოდუა ამბობს, რომ ამის შესახებ მან განათლების სამინისტროს წერილობით ორჯერ მიმართა: „ცალკე ტელესკოპის შესახებ სამინისოტრს 2015 წელსაც მივწერეთ და 2016 წელსაც“.

თოდუას განმარტებით ტელესკოპთან დაკავშირებით, მან სამინისტროს ორი ვერსია შესთავაზა: „ერთი დიდი გაფუჭებული ტელესკოპის ნაწილის შეცვლა და მეორე, მის ნაცვლად ახლის, რობოტიზებული ერთმეტრიანი ტელესკოპის შეძენა. საბოლოოდ საერთო ჯამში ორივეს ღირებულება 2–2 მილიონ ლარს შეადგენს“.

გარდა მწყობრიდან გამოსული ტელესკოპისა, ობსერვატორია განათლების სამინისტროდან, დაახლოებით, 200 ათას ლარს წყალსადენის სისტემის მოწესრიგებისთვისაც ითხოვს.

„ჯერ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა განიხილოს ეს საკითხები და თანხის გამოყოფის საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროში.

შეკითხვებზე, რა სიხშირით იკრიბება უწყებათაოშირისი კომისია მსგავსი საკითხების განსახილველად და როდის შეიძლება ჰქონდეს პასუხი ობსერვატორიას, განათლების სამინისტროში ჯერ ვერ გვპასუხობენ.

მთლიანად აბასთუმნის ობსერვატორიაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას კი როგორც აღნიშნული ობიექტის დირექტორი აცხადებს 10–დან 20 მილიონ ლარამდე სჭირდება: „ყველაფრის კაპიტალური რემონტი მხოლოდ ამ თანხაში იქნება შესაძლებელი რომ გაკეთდეს. რადგან ამის საშუალება არ არის, წლების განმავლობაში ეტაპობრივად ვარემონტებთ იმას რაც ძალიან აუცილებელი და საჭიროა. რამდენიმე წლის წინ აქ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო, ახლა ასე აღარაა“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.08.2019 ჯილდოს მიღების მსურველი პედაგოგებისთვის განცხადების შეტანის ვადა იწურება

19.08.2019 მასწავლებელთა გამოცდის შედეგები და გასაჩივრების ვადები ცნობილია

16.08.2019 სამაგისტრო გამოცდის შედეგები ცნობილია

16.08.2019 ახალციხელი სოფიო ტაბატაძე ლიეტუვაში სრული დაფინანსებით ისწავლის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.08.2019 სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’

20.08.2019 ბორჯომ–ხარაგაულის პარკში საფეხმავლო ხიდებს მოაწყობენ

20.08.2019 სამოქალაქო ინიციატივებისთვის ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

20.08.2019 ‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამინისტროში დიდი ტელესკოპისთვის თანხის გამოყოფაზე არ უმსჯელიათ
აბასთუმნის ობსერვატორიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აბასთუმნის ობსერვატორიის პრობლემები[Video]
აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია ხუთი თვის დაგვიანებით დასრულდება
„ჩემი თაობაც რომ წავა, კაცი აღარაა გამგრძელებელი’“ – ობსერვატორიაში დახურვის ეშინიათ[Video]
მინისტრი: აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა წელს მზად იქნება
ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა