FM97.5 / LIVE

ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა

მთავარისიახლე, განათლება 27.02.2017
ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე-ჯავახეთიდან ფინალურ ტურში ახალციხის N1 და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლები გადავიდნენ.

ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა

ფინალურ ტურში, რომელიც 21 მარტს თბილისში გაიმართება ჯამში ქვეყნის მასშტაბით 19 სკოლა მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის პირველ ტურში 152 სკოლას შორის ყველაზე მეტი 4,485 ქულა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლამ დააგროვა. ნახევარფინალში ის სკოლები გადავიდნენ, რომლებსაც 300 ქულაზე მეტი ჰქონდათ.

სამცხე–ჯავახეთიდან პრემიის მოსაპოვებლად 14 საჯარო სკოლა იბრძოდა, თუმცა ნახევარ ფინალში მხოლოდ ორი: ახალციხის N1 და ლელოვნის საჯარო სკოლა გადავიდა.

ქართველი ბოტანიკოსის, მწერალის და საზოგადო მოღვაწის სახელობის კონკურსი რამდენიმე წელია ტარდება. ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსს ორგანიზაცია CENN-ი, გარემოს დაცვის სამინისტროს პარტნიორობით ატარებს. კონკურსის ფარგლებში, საქართველოს სკოლებში შეიქმნა გუნდები, რომლებიც, პარტნიორ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად, ატარებენ დამოუკიდებელ მონიტორინგს და ახორციელებენ სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს. ახალგაზრდების აქტივობები სხვადასხვა ქულით ფასდება.

გასული წლებისგან განსხვავებით, წელს საკონკურსო თემატიკა გაფართოვდა და ტყეებთან ერთად, ნარჩენების, ბუნებრივი კატასტროფებისა და მინერალური რესურსების მოპოვების პრობლემატიკასაც მოიცავს. კონკურსში, ნიკო კეცხოველის I, II და III პრემიასთან ერთად, დაწესდება უამრავი პრიზი, როგორც ორგანიზატორებისგან, ასევე პარტნიორი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისაგან.

„მაღალი შეფასება ექნება გარემოსდაცვით აქტივობებს, რომელსაც სკოლები საკუთარი ინიციატივით განახორციელებენ, ქულათა მაქსიმუმი კი, ნიკო კეცხოველის წიგნებში აღწერილი მარშრუტების გამეორებისა და განახლების შემთხვევაში დაიწერება”, - აცხადებენ CENN-ში.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ლელოვნის სკოლა  – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე
სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის
ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ
თაობა მაXიმუმი: გარემოს დამცველი მოსწავლეები ლელოვნის სკოლიდან[Video]