FM97.5 / LIVE

ახალციხეში ნაზამთრალი გზების დროებით შეკეთებას იწყებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 26.02.2017
ახალციხეში ზამთრის შემდეგ გზებზე გაჩენილ ორმოებს დროებით ნაფრეზის ნაცვლად ასფალტით ამოავსებენ.

ახალციხეში ნაზამთრალი გზების დროებით შეკეთებას იწყებენ
ახალციხეში, კოსტავას ქუჩის დასაწყისში, ამკრძალავი ნიშნები დადგეს და გზის ნაწილი შემოღობეს. კომპანიაში, რომელსაც 2017 წელს ახალციხის შიდა გზების მოვლა–პატრონობა ევალება აცხადებენ, რომ ქალაქში ორმოების დროებით შეკეთებას იწყებენ.

„28 თებერვლიდან ორმოებს ასფალტით ამოვავსებთ. სხვა გზა არ არის. ამიტომ შემოვღობეთ გზის ნაწილი და სამუშაოებისთვის გავამზადეთ. თან აქ უსაფრთხოების მიზნით ნიშნებიც დავაყენეთ“, – ამბობს შპს „ოცხეს“ დირექტორი ოთარ ჩილინგარაშვილი. 2017 წელს ახალციხეში შიდა გზების მოვლა–შენახვაზე პასუხისმგებელი სწორედ ეს კომპანიაა.

მისი თქმით, ქალაქში გზები ძლიერი ყინვის გამო ისე დაზიანდა, რომ ბევრ ადგილზე ასფალტის საფარი თითქმის აღარც ჩანს: „ნაფრეზით ამოვსება აღარ შველის, ამიტომ ასფალტით უნდა ამოვავსოთ. თუმცა ესეც დროებითია, რადგან აქ ჯერ ცხელ ასფალტს ვერ დააგებ, ამინდების გამო ეს შეუძლებელია“.

ჩილინგარაშვილის თქმით, დროებით შეკეთებული გზა სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებამდე გაძლებს, შემდეგ კი მთლიანი საფარი უნდა მოიფრეზოს და ასფალტი ხელახლა გადაიგოს: „დღეს არსებული ვითარებით მინიმუმ 300 კვადრატული მეტრი ძალიანაა დაზიანებული. თუმცა, გარდა ამ 300 კვადრატული მეტრისა, დროებით ორმოებს სხვა მიმართულებითაც შევაკეთბთ“.

შეგახსენებთ, ქალაქ ახალციხეში ცენტრალურსა და შიდა ქუჩებზე ასფალტის საფარი იმდენად დაინგრა რომ გადაადგილება ავტომანქანებისთვისაც საშიშია და ფეხით მოსიარულეებისთვისაც.

ახალციხეში ნაზამთრალი გზების დროებით შეკეთებას იწყებენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ნაზამთრალი გზის შეკეთება დაიწყეს [Photo]
ახალციხეში გზების ორმული შეკეთება დროებით შეჩერდა
ახალციხელ მძღოლებს ‘ორმოებთან’ ბრძოლა, გაზაფხულამდე მოუწევთ
ეტაპი II - ახალციხეში გზების ორმული შეკეთება გრძელდება [Photo]
ახალციხის ქუჩებში ორმოები ისევ პრობლემაა
'იამკებს' ხრეშით ამოავსებენ და ჰგონიათ, რომ საქმე გაკეთდა'
ახალციხეში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს