"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

სასამართლოში ვეტერანების საქმის განხილვა იწყება

მთავარისიახლე, სამართალი 23.02.2017
ახალციხის მერიის მიერ სასამართლოში შეტანილ სამოქალაქო სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა 2 მარტს გაიმართება.

სასამართლოში ვეტერანების  საქმის განხილვა იწყება

ახალციხის მერიის სარჩელს, რომლის თანახმადაც, თვითმმართველობა პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე ყოფილი სკოლის შენობაში უნებართვოდ შესახლებულების დაუყოვნებლივ გამოსახლებას ითხოვს, მოსამართლე გიორგი ლონდარიძე განიხილავს.

ახალციიხს მერიის იურისტმა მერი გოგოლაურმა სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში პირველ თებერვალს შეიტანა: „მოსამზადებელი სხდომა ორ მარტს გაიმართება. ჩვენი სასარჩელო მოთხოვნაა ვეტერანებმა ეს შენობა დაუყოვნებლივ დატოვონ“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 24 სექტემბერს 9 ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


22.04.2017 მოსწავლის ინიციატივა სოფელ დილისკას სკოლისთვის

20.04.2017 განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

20.04.2017 ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’

20.04.2017 არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.04.2017 სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავი ახალქალაქში [Photo]

23.04.2017 ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2017 ორშაბათს ახალციხეში ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება

23.04.2017 მაშველებმა გუბერნიის შენობის სახურავს აყრილი სახურავის ნაწილი მოაშორეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

18.04.2017 ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

14.04.2017 'ხმა სოფლიდან':ოლესია პერევერზევი ნინოწმინდიდან [Audio]

10.04.2017 ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]

მსგავს თემაზე

ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა
ვეტერანების სამმართველოს უფროსს რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სასამართლოში უჩივლა
ვეტერანების სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს სასამართლოში უჩივიან
ვეტერანების საქმეზე  ახალციხის მერია სასამართლოში საჩივარს შეიტანს
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის მერი ვეტერანების საქმეზე: „სოფლებში სახლები აქვთ და იქ იცხოვრონ“
ვეტერანების საქმის განხილვა გადაიდო