FM97.5 / LIVE

ახალციხეში ათი კორპუსის ფასადს შეღებავენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.02.2017
ახალციხის მერია ქალაქში ათი კორპუსის რეაბილიტაციას გეგმავს, გეგმაში ფასადების შეღებვაა. საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ახალციხეში ათი კორპუსის ფასადს შეღებავენ

ახალციხეში, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფაზე, მერიამ ტენდერი, მიმდინარე წლის 31 იანვარს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ცხრა კორპუსის და კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის საპროექტო– სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.

ტენდერი, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 500 ლარი იყო, 2999 ლარით, ინდივიდუალურ მეწარმე ბეჟან ვარდიძეს აქვს მოგებული. მასთან ხელშეკრულება ხვალამდე, 23 თებერვლამდე უნდა გაფორმდეს.

საპროექტო დიკუმენტაციის მომზადების შემდეგ გამოცხადდება ტენდერი უკვე უშუალოდ სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 9 აპრილზე: №1, №2, №4, №5, №6, №7, №9, №12, №13, და კოსტავას ქუჩის №77 კორპუსს.

ახალციხეში ათი კორპუსის ფასადს შეღებავენ

ახალციხეში ათი კორპუსის ფასადს შეღებავენ

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 10 საცხოვრებელ კორპუსს ფასადს შეუღებავენ
ახალციხეში 34 კორპუსის ფასადს შეღებავენ
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, 10 კორპუსის ფასადი შეიღებება
ახალციხეში 18 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია დაიწყება
ახალციხეში, დიდიმამიშვილის N1–ში მდებარე კორპუსის ეზო მოასფალტდება
ახალციხეში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
რომელ ქუჩაზე გაკეთდება  სკვერები და სპორტული მოედნები ახალციხეში