FM97.5 / LIVE

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.02.2017
დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე, შესაძლოა, მოწევა აიკრძალოს. კანონმდებლობა მკაცრდება ახალი კანონპროექტით, რომელიც „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა მოწევა აიკრძალოს

კანონპროექტთა პაკეტის მიხედვით, თამბაქოს მოწევა აიკრძალება დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგიერთ ღია სივრცესა და შეკრებაზე. ასევე, აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაციის სხვა ფორმები, თამბაქოს ნაწარმის ხილული განლაგება, თამბაქოს რეალიზაცია გზის სავალ ნაწილზე (ე.წ. „დრაივი“). ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილ იქნება პიქტოგრამებიც. დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხიც.

საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების მიზანი თამბაქოთი გამოწვეული დაავადებების და სიკვდილიანობის, ასევე, ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირებაა. კანონპროექტის ავტორის განმარტებით, თამბაქოსთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესიც.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენლებმა და კანონპროექტის თანაავტორებმა გიორგი ბახტურიძემ და კახა ღვინიანიძემ განაცხადეს, რომ საჯარო და სამასპინძლო შენობებში თამბაქოს კვამლის მიკრონაწილაკების შემცველობა ერთ კუბამეტრ ჰაერზე დასაშვებ ზღვარს 40-ჯერ აღემატება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კაფე-ბარებში. გიორგი ბახტურიძის განცხადებით, თამბაქო რეკლამირებული და ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის.

კანონპროექტს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

[SKNEWS.GE]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

08.08.2020 ‘ერთი წვეთი სისხლი რომ დამრჩეს, იმასაც იქ დავაქცევ სადაც სამშობლოს დასჭირდება’ – უჩა მაჩაიძე

08.08.2020 ადიგენში 8 აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს [R]

08.08.2020 ახალციხეში 8 აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

შენობაში თამბაქოს მოწევისთვის ტოტალიზატორი და სათამაშოების მაღაზიის მეპატრონე დაჯარიმდა
დაუფასოებელი თამბაქოს გაყიდვა აიკრძალა
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევა 2018 წლის 1-ელი მაისიდან აიკრძალება
21 ნოემბრიდან დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება/რეალიზაცია იკრძალება
ომბუდსმენი: საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს
თამბაქოს მოწევაზე რეგულაციები დაწესდება
საჯარო დაწესებულებებში მოწევა აიკრძალება