სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.02.2017
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულების კოორდინაციას ჩაიბარებს.

ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა

მესამე ვიცე-პრემიერი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა წამოიწყო.

„განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, აღმასრულებელი ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დარჩება, როგორც არის აქამდე, თუმცა, სანდროსთან ერთად წარმართავს და განახორციელებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას. ეს პოლიტიკა გახდება პროაქტიური და ამ მიმართულებით იქნება ძალიან ბევრი ინიციატივა“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ალექსანდრე ჯეჯელავას ასევე ძალიან ბევრი საინტერესო იდეა აქვს ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხითაც. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებას, ვიცე-პრემიერის რანგი გარკვეულწილად გააძლიერებს.

„ჩვენ გვეყოლება სამი ვიცე-პრემიერი. დიმიტრი ქუმსიშვილი არის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინაციას ახდენს; კახი კალაძეს აქვს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ის გახლავთ პოლიტიკური ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს მომავალი რამდენიმე არჩევნების სახით; ალექსანდრე ჯეჯელავას ექნება საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და ალექსანდრე ჯეჯელავას წარმატებები უსურვა.

[sknews.ge]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 ახალციხეში გენოციდის 103–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2018 რაგბით შეპყრობილები სამცხე–ჯავახეთიდან

23.04.2018 მკითხველის არჩევანი - რას კითხულობენ ახალციხეში

23.04.2018 „წიგნის დღე“ – ახალციხეში მოსწავლეებისთვის ვიქტორინა ჩატარდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში
პრემიერი: ჩვენი გუნდი რჩება კონსოლიდირებული
პრემიერი: ლიკანის პარკში მდებარე კომპლექსი რეაბილიტირდება
რაზე ისაუბრეს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა
პრემიერი: არჩევნების შემდგომ თანამშრომლობის ფორმატზე დღეს საუბარი ნაადრევია
თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა