სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის სკოლების მდგომარეობას განათლების სამინისტრო იკვლევს

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის 39 სკოლიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ფერსის საჯარო სკოლაშია. დასეტყვილი სახურავიდან შენობაში წვიმა ჩადის.

ახალციხის სკოლების მდგომარეობას განათლების სამინისტრო იკვლევს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მდგომარეობის შესწავლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან ვაჟა ჩიტაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტის არაერთი სკოლა დაათვალიერეს.

ვაჟა ჩიტაშვილი ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფელ ფერსის საჯარო სკოლაშია: ’ივლისის თვეში, სეტყვის დროს, სახურავი დაზიანდა, ფაქტობრივად დაცხრილულია, სურათებიც გადავიღეთ. შენობაში მაღლა რომ აიხედო, ცა გამოჩნდება. დანარჩენი სკოლები მეტ-ნაკლებად რაღაცას გავს. წყალი არ ჩამოდის და ფანჯრებიც შეცვლილია.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე სკოლებში პირველადი სამუშაოები ჩატარდება: ’უნდა მოხდეს შეფუთვა, გამოიცვალოს სახურავი, კარ-ფანჯარა, გაკეთდეს გათბობა და თუ სადმე კიბის უჯრედია დაზიანებული. ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ყველა სოფელში ვიყავით, მაგრამ ინფორმაცია გვაქვს. ხარჯებს დათვლიან და განსაზღვრავენ სადამდე მივალთ’.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2018 ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ

20.02.2018 'რაბათის' კვალი [PhotoVideo]

20.02.2018 ადიგენში, სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

შესაძლოა სკოლებში ექთნის შტატი აღდგეს
სამცხე–ჯავახეთის სკოლების ჩამონათვალი, სადაც სწავლა სამი დღით შეწყდა
ახალქალაქის საჯარო სკოლები დირექტორების ასარჩევად ემზადებიან
საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზარდათ
სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი კიდევ 4 სკოლაში შეჩერდა
საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა გრძელდება
სამცხე–ჯავახეთის სკოლების 79 მეათეკლასელი კომპიუტერით დაჯილდოვდა