სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის საბავშვო ბაღებისთვის თანამშრომლებს არჩევენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.02.2013
ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში დღეს ტესტირება 39-მა მსურველმა გაიარა. ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში რვა კანდიდატი საბავშვო ბაღში დასაქმდება

ახალციხის საბავშვო ბაღებისთვის თანამშრომლებს არჩევენ
ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ კონკურსი გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა.
მიმდინარე წლის 1 მარტიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დამატებით ოთხი ჯგუფი გაიხსნება. სწორედ ამ ჯგუფებისთვის ხდება აღსაზრდელების შერჩევა. ტესტირება ორ ეტაპად ჩატარდა.

- ’მოგეხსენებათ, რომ საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილები გვაქვს, რაზეც დაწესებულებაში ძალიან ბევრი განცხადება შემოვიდა. გადავწყვიტეთ ტესტირება ჩაგვეტარებინა. უპირატესობა იმ ადამიანებს მივანიჭეთ, ვისაც სკოლამდელი აღზრდისა და ფილოლოგიური განათლება ჰქონდა მიღებული და ამ კუთხით გარკვეული გამოცდილებაც აქვს. შერჩეული 43 კანდიდატიდან ტესტირებაზე ოთხი არ გამოცხადდა’, - განმარტავს ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების უფროსი ნანა გელაშვილი და ამატებს, რომ შედეგები მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

კონკურსანტებისთვის ტესტები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შეადგინეს.

- ’ყველა კონკურსანტს პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კურსი უნდა ჰქონოდა გავლილი. გარდა ამისა, შეკითხვები ახალი პროგრამიდანაც იყო, რითიც ჩვენ დღეს ვმუშაობთ. უბრალოდ მათი აზრი და შეხედულება გვაინტერესებდა ამ პროგრამასთან დაკავშირებით, ის თუ როგორ გასცემდნენ ისინი ამ შეკითხვებს პასუხს. ამის მიხედვით, მათ ცოდნაზე საერთო აზრი შეგვექნება’, - ამბობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების უფროსის მოადგილე მზია ქობესაშვილი და ამატებს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც აღნიშნულ ტესტებს გაასწორებს. თუ რომელიმე მონაწილეს რაიმე პრეტენზია გაუჩნდება, შეუძლია დაწესებულებას მიაკითხოს.

- ’საშუალო დონის ტესტები იყო, ძირითადად ის შეკითხვები იყო, რისი ცოდნაც საბავშვო ბაღის პედაგოგებს მოეთხოვებათ. იმედი მაქვს, რომ ტესტირებას წარმატებით გავივლი, რადგან ამ მიმართულებით გამოცდილება უკვე მაქვს და სპეციალობითაც სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი ვარ’, - ამბობს ზაირა ივანიძე.

ნანა გელაშვილის თქმით, თუ საბოლოო შედეგები დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, იმ ფილოლოგებს, რომლებიც ამ ტესტირებაზე ვერ მოხვდნენ, ერთი შანსი მიეცემათ, რომ ტესტირება მათაც ჩააბარონ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

მზია ქობესაშვილი: "სამართალმა იზეიმა"
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაღებში საზაფხულო არდადაგები ერთ თვეს გასტანს
ნანა გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
300–მდე აღსაზრდელი შესაძლოა ახალციხის ბაღებში აღარ მიიღონ
ახალციხის მეხუთე ბაღის ეზოში საბავშვო ატრაქციონი დადგეს