სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

მთავარისიახლე, სამართალი 18.02.2017
ონლაინ სესხების კომპანია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. მას გამოძიება, ყაჩაღობასთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა–ტარებასაც ედავება.

„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
„ლენდოს“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 18 თებერვალს იმსჯელა.

სხდომაზე პროკურომა კახა ლეკიშვილმა, ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, რაც იმით ახსნა, რომ შესაძლოა პ.გ –მ გამოძიებასთან არ ითანამშრომლოს და მიიმალოს. გარდა ამისა, პროკურომა ერთერთ მიზეზად, მისი ეკონომიური მდგომარეობაც დაასახელა.

„მომხდარიდან რამდენიმე საათში ასპინძის ქუჩაზე დავაკავეთ, რადგან მიმალვას ცდილობდა, ამავედროს მან ეს დანაშაული ეკონომიური მდგომარეობის გამო ჩაიდინა. ამით კი არაფერი შეცვლილა და არსებობს საფრთხე, რომ იგივეს გაიმეორებს“–განაცხადა, სხდომაზე კახა ლეკიშვილმა.

სხდომაზე, პროკურორმა გამოძიების რამდენიმე დეტალზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 16 თებერვალს, კომპანია „ლენდოში“ ბრალდებული ხელყუმბარით შეიჭრა და ფილიალის თანამშრომელზე მუქარით, 4 825 ათასი ლარი წაიღო. სამართალდამცველებმა იგი, რამდენიმე საათში, ახალციხეშივე ასპინძის ქუჩაზე დააკავეს.

ყაჩაღობაში ბრალდებულს პ.გ–ს სასამართლო სხდომაზე ადვოკატი არ ყოლია. იგი დანაშაულს აღიარებს.

ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე, ყურადღება მხოლოდ პროკურორის დასახელებულ მიმალვის ბრალდებაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ დაკავების პროცესში იგი მიმალვას არ ცდილობდა.

„ასპინძის ქუჩიდან ჩემს სახლში მივდიოდი, დამირეკეს და მითხრეს რომ მეძებდნენ და სახლში მელოდებოდნენ, ასე რომ არ დავმალულვარ“–განაცხადა სასამართლო სხდომაზე პ.გ–მ.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 11 აპრილს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კომპანია „ლენდოს“ ფილიალი 16 თებერვალს საღამოს დააყაჩაღეს. სამართალდამცველებმა ყაჩაღობაში ბრალდებული, შუა ხნის ახალციხელი მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სსკ–ს 179–ე და 236–ე მუხლებით მიმდინარეობას, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა–ტარებას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.06.2018 გამოცდებზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენება იქნება შესაძლებელი

14.06.2018 მეცხრე კლასის გამოცდები მეექვსე სკოლაში დაპირისპირების მიზეზი გახდა

12.06.2018 რამდენი თავისუფალი ადგილი დარჩა ახალციხის სკოლებში პირველკლასელებისთვის

10.06.2018 პედაგოგთა გამოცდების განრიგი ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.06.2018 ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება

21.06.2018 ახალციხის მერია დაზიანებულ ატრაქციონებს შეაკეთებს

21.06.2018 ახალციხეში ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გაუქმდა

20.06.2018 როგორი იქნება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი სამცხე–ჯავახეთში [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში  ბრალდებულისთვის ადვოკატი საპროცესოს მოითხოვს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებული პატიმრობაში 4 წელს გაატარებს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულის საპროცესოზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან
კომპანია 'ლენდოს' ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულთან შესაძლოა საპროცესო გაფორმდეს
"ლენდოს" ყაჩაღობაში  ბრალდებულისათვის საპროცესო შეთანხმება ვერ ფორმდება