FM97.5 / LIVE

მე-5 სკოლაში გალახული მოსწავლეების ამბის გახმაურების შემდეგ, სკოლებში ფსიქოლოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.02.2013
იმაზე, რომ ძალადობა, მით უფრო ბავშვზე, დაუშვებელია, საზოგადოება და ახალციხეში მოქმედი უფლებადამცველი ორაგანიზაციების წარმომადგენლები ერთხმად ჯერდებიან.

მე-5 სკოლაში გალახული მოსწავლეების ამბის გახმაურების შემდეგ, სკოლებში ფსიქოლოგის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ
ახალციხელი ინგა ბანკანაშვილი, რომელიც ერთი შვილის დედაა, ამბობს, რომ კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე [ჟენია მერაბიშვილის მიერ მოსწავლეების დასჯა] საინტერესოა არა ის, თუ როგორ დაისჯება დამნაშავე, არამედ ის, თუ როგორ დასკვნებს გააკეთებს საზოგადოება.

- ”მოზარდს იმიტომ ჰქვია მოზარდი, რომ არაა ზრდასრული ადამიანი და ყოველთვის შეიძლება შეეშალოს რაღაც. მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შეცდომაზე მივუთოთ უფრო დიდი შეცდომის ჩადენით, - ამბობს ბანკანაშვილი და ამატებს, რომ მომხდარმა სკოლებში ფსიქოლოგის საჭიროება კიდევ უფრო მეტად დაანახა. ასევე დაარწმუნა იმაში, რომ საგანმანთლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახური ზედმეტია, - ძალისმიერი მეთოდები და დასმენები მანდატურების სკოლაში შეშვების შემდეგ უფრო გაძლიერდა”.

”დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელის გია ანდღულაძის თქმით, თუ მანდატურის სამსახურს დარღვევის ფაქტები აქვს, მათზე რეაგირება სამინისტროსა და სხვა შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა. რაც შეეხება სკოლებში ფსიქოლოგების დანიშვნას, ამბობს, რომ მომხდარსა და ფსიქოლოგს შორის კავშირს ვერ ხედავს: ”ფსიქოლოგი სკოლასთან რა კავშირშია?! რაც თქვენ სტატიაში წავიკითხე, ვფიქრობ, რომ იქ ფსიქოლოგის საჭიროება არ დგას”.

პირიქით ფიქრობს ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი და ამბობს, რომ სკოლებში ფსიქოლოგების არსებობა აუცილებელია: ”განათების სისტემას რეფორმა სჭირდება, გარდა ფსიქოლოგებისა სკოლებში უნდა გვყავდეს ნამდვილი პედაგოგებიც, რომლებიც მხოლოდ საგნის სპეციალისტები კი არ იქნებიან, ეცოდნიებათ ბავშვებთან მიდგომაც”.

ასოციაცია ”ტოლერანტის” თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის თქმით, თუ ნამდვილად იციან მშობლებმა, რომ სკოლაში ძალადობას აქვს ადგილი და ხმას არ იღებენ, ეს მათი ცნობიერების დაბალ დონეზე მეტყველებს: ”ვინც დანაშაულს ჩაიდენს მცირეს თუ დიდს, ყველამ უნდა აგოს პასუხი”.


24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.01.2020 საუკუნის წინანდელი ზეიმი ახალციხეში

24.01.2020 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.01.2020 მებაჟეებს ხელფასი გაეზრდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება
ვანო მერაბიშვილის დედის მიერ მოსწავლეების გალახვას ფსიქოლოგი ეხმაურება
’ბავშვებს სკოლის პერიოდში მორალური პრობლემები უჩნდებათ’
ასპინძისა და ვალის სკოლებში მანდატურები დაინიშნენ
ჯავახეთის სკოლებში მანდატურები პირველად შევიდნენ
ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ
სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან