FM97.5 / LIVE

ყაჩაღობაში ბრალდებულის მეუღლე: ამ დონემდე ვალებმა მიიყვანა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 17.02.2017
რამ უბიძგა ონლაინ სესხების კომპანიის დაყაჩაღებისკენ შუახნის მამაკაცს. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობს;

ყაჩაღობაში ბრალდებულის მეუღლე: ამ დონემდე ვალებმა მიიყვანა

ყაჩაღობაში ბრალდებული პ.გ. როგორც მისი მეღულე „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვება, მომხდარიდან დაახლოებით სამ საათში, ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე ფეხით მიმავალი დააკავეს. მისი თქმით, ბრალდებულს გაქცევა არ უცდია.

„ვიდრე დააკავებდნენ, ჩემთან სამსახურში პოლიცია მოვიდა და სამმართველოში წამიყვანეს. ჩემი ქმრის დაჭერამდე იქ ვიყავი. ვიდრე პოლიციას დავტოვებდი, „ლენდოს“ თანამშრომელი გოგონაც მოიყვანეს დაკითხვაზე. როგორც ის ამბობს, ჩემ ქმარს მისთვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. უთქვამს, ვიცი რომ დამიჭერენ, მაგრამ ფული ძალიან მჭირდებაო“, – გვიყვება ნათია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბრალდებულმა „ლენდოს“ ფილიალიდან 4 000 ლარი გაიტანა და როგორც მისი ოჯახის ნათესავი ამბობს, დაკავებმადე ვალების ნაწილი დაფარა კიდეც.

„ამბობენ ეგრეაო, მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი. დღეს ბანკებიდან ისევ მირეკავდნენ, ბინის ქირის გადახდაც მოასწრო თუ არა, არ ვიცი“, – ამბობს მეუღლე.

მას შემდეგ რაც პ.გ. დააკავეს, მას მეუღლე პოლიციაში შეხვდა: „ნასვამ მდგომარეობაში ყოფილა, როცა ეს გაუკეთებია, ტიროდა რომ ვნახე, მარტო იმას ამბობდა, ძალიან ვნანობო“.

ბრალდებულის ოჯახი 7 წელია ახალციხეში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მას ორი შვილი ჰყავს, ბავშვები საშუალო კლასების მოსწავლეები არიან. ვიდრე ოჯახი ახალციხეში საცხოვრებლად გადმოვიდოდა, ერთ–ერთ სოფელში, მაზლის ოჯახში, დედამთილთან ერთად ცხოვრობდნენ.
„იქაც ძალიან გვიჭირდა, ბინაც პატარა იყო, ოჯახი გაიზარდა და იძულებულები გავხდი წამოვსულიყავით“, – ამბობს ნათია.

თუმცა გარდა ახალციხისა, მათ ერთი წლით ცხოვრება გორშიც მოუხდათ. ბრალდებული წლების განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ის აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა და აგვისტოს ომშიც.

„მისი ხელფასით ვცხოვრობდით, მაგრამ ფეხზე პრობლემები შეექმნა, ორჯერ ოპერაცია გაიკეთა და ‘დაბრაკეს’. ამ მიზეზით ჯარიდან გამოუშვეს და აღებული 10 000 ლარი სესხი დარჩა. მერე მუშაობა ვეღარსად დაიწყო, ვალს ვალი დაემატა, ონლაინ სესხები აიღო ჩემ სახელზე, სხვების სახელზეც, ყველას კუთვნილი ფული უნდოდა და სთხოვდნენ“, – ყვება ნათია.

მისი თქმით, მიუხედავად ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობისა, ვერასდროს წარმოიდგენდა რომ მისი მეუღლე ყაჩღობას ჩაიდენდა: „იმის უფრო მეშინოდა, რომ თავს მოიკლავდა, იმდენად პატიოსანი და ქვეყნის პატრიოტი ადამიანია, მსგავს რამეზე არასდროს მიფიქრია“.

შეკითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ მის მეღულეს ყაჩაღობისას ხელყუმბარა მართლაც ჰქონოდა, როგორც ამას ‘ლენდოს’ ოფისის მიმდებარე მაღაზიებში ყვებიან, ნათია ამბობს: „შესაძლოა, მეც ასე გავიგე, არ ვიცი, ოჯახში არ შეგვიმჩნევია“.

მისივე თქმით, პ.გ. ბრალს აღიარებს და ჩადენილს ნანობს. მეუღლე ფიქრობს, რომ თუ სასამართლო ბრალდებულს პატიმრობაში არ დატოვებს და განაჩენის გამოტანამდე გარეთ გამოუშვებს, არც მიიმალება და არც სხვა დანაშაულს ჩაიდენს: „ჩემი შვილებთან ერთად დავდებ ამაზე თავს“.

მიუხედავად იმისა რომ სიღარიბეში ცხოვრობს, ოჯახი სოციალურად დაცუველთა ბაზაში რეგისტრირებული არ არის: „არც მიფიქრია მიმემართა სოციალურად დაუცველთა სამსახურისთვის, 350 ლარი მაქვს ხელფასი და აზრი არ ჰქონდა. მაგრამ, აქედან, 250 ლარს ბინის ქირას ვიხდი“.

როგორც ბრალდებულის მეუღლე ამბობს, მას ფინანსურად არავის დახმარების იმედი არ აქვს: „ვისი იმედიც მქონდა, ის დაიჭირეს. არ ვიცი
რა უნდა ვქნათ. შესაძლოა ღია ცის ქვეშ დავრჩეთ. ეს გვიქნა ბანკის ვალებმა, ჩემი ქმარი ამ დონებმდე ონლაინ სესხებმა მიიყვანა“.

სასამართლოს პ.გ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ჯერ არ უმსჯელია. რაც შეეხება ბრალს, მისი დადასტურების შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან შვიდ წალმდე ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ონლაინ სესხების კომპანია "ლენდოს" ფილიალი, 16 თებერვალს, საღამოს დააყაჩაღეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში შაუხნის მამაკაცი დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით ედება, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


25.01.2020 აშშ საქართველოში 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

24.01.2020 რა გზით შეუძლიათ პედაგოგებს გამოცდაზე დაკლებული 5 კრედიტქულის შევსება

22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.01.2020 მუზეუმებსა და ნაკრძალებში გაზრდილ გადასახადს ადგილობრივები აფასებენ [ვიდეო]

27.01.2020 ლიპყინულის გამო ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია

27.01.2020 გორელოვკაში წყლის მილზე უკანონო დაერთებების ჩაჭრა გაზაფხულამდე გადაიდო

27.01.2020 ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

კომპანია 'ლენდოს' ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულის საპროცესოზე მხარეები ჯერ არ შეთანხმებულან
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში  ბრალდებულისთვის ადვოკატი საპროცესოს მოითხოვს
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
ახალციხეში კომპანია 'ლენდოს' ფილიალი დააყაჩაღეს [Photo]
კომპანია 'ლენდოს' ოფისი დილიდან დაკეტილია