FM97.5 / LIVE

ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.02.2017
ადიგენის საკრებულოს დეპუტატების მცდელობა, განმეორებითი იმპიჩმენტი მოეწყოთ საკრებულოს თავმჯდომარისთვის, არ შედგა. მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ.

ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ

15 ხმით 7–ის წინააღმდეგ, ფარული კენჭისყრით, ადიგენის საკრებულოს დეპუტატებმა, ლევან ლობჯანიძე საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციიდან ვერ გადააყენეს. იმპიჩმენტისთვის 16 ხმა იყო საჭირო, რადგან საკრებულოში 30 დეპუტატია.

რიგგარეშე სხდომა ადიგენში, დღეს, 15 თებერვალს გაიმართა და მასზე მხოლოდ ეს ერთი საკითხი განიხილეს.

სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა და კენჭისყრაში მონაწილეობა 24–მა მიიღო, – ერთმა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რატი ტატალაშვილმა, კენჭისყრაში მონაწილოებისგან თავი შეიკავა.

24 ბიულეტენიდან, 2 გაბათილდა, 22 ხმა კი ასე გადანაწილდა – 15–მა დეპუტატმა ხმა მისცა ლობჯანიძის გადაყენებას, მისი პოზიციაზე დარჩენის მომხრე კი 7 დეპუტატი იყო.

შეგახსენებთ, ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან, პირველად, 2015 წლის 4 მარტს, ასევე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს, –17 ხმით 10–ის წინააღმდეგ. ლობჯანიძემ გადაყენება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს გზით იბრძოლა და სამივე ინსტანცია მოიგო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საკრებულო ვალდებული იყო ყოფილი თავმჯდომარე პოზიციაზე აღედგინა და მისთვის 23 თვის იძულებით განაცდური აენაზღაურებინა, რაც 60, 950 ლარს შეადგენს (დარიცხვით). საკრებულომ ლობჯანიძე პოზიციაზე 7 თებერვლის სხდომაზე აღადგინა, თუმცა, მეორე დღესვე საკრებულოში მისი გადაყენების მოთხოვნით ახალი განცხადება შევიდა.

[ლუბა გიორგაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.08.2020 მარაკანას სტადიონი 'დევნილთა დასახლებას'

12.08.2020 ‘სტადიონი ამორტიზებულია’ – ‘ბორჯომი’ ლიგის საშინაო მატჩებს მცხეთაში გამართავს

12.08.2020 ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე კანალიზაცია ამოდის

12.08.2020 ნინოწმინდაში 3 მლნ ლარად სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.08.2020 სიმტკიცე და სიმაგრე ციხე–ქალაქ თმოგვისა [აუდიო]

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
მზადება განმეორებითი იმპიჩმენტისთვის ადიგენში
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
ადიგენის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა [Photo/Video]
დღეს ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტზე იმსჯელებს
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
დაბრუნება იმპიჩმენტიდან 2 წლის შემდეგ და კვლავ იმპიჩმენტის მოლოდინი [Video]