FM97.5 / LIVE

ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.02.2017
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის, ლევან ლობჯანიძის გადაყენების საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს.

ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს

როგორც ადიგენიდან "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი იტყობინება, სხდომას 25 დეპუტატი ესწრება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ძაძამიამ წარადგინა დღის წესრიგი, რომელშიც მხოლოდ ერთი საკითხი – თავმჯდომარის გადაყენებაა.

იმპიჩმენტის წესით ერთხელ უკვე გადაყენებული და სასამართლოს ძალით დაბრუნებული ლევან ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობას მიმდინარე წლის 7 თებერვალს შეუდგა.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, იმედა მღებრიშვილის განმარტებით (რომელიც ამ პოზიციაზე ლობჯანიძის იმპიჩმენტის შემდეგ დაინიშნა), ლობჯანიძის თავმჯდომარეობის პერიოდში მუშაობა არაკოორდინირებულად მიმდნარეობდა, ლობჯანიძე აიგნორებდა გამგეობიდან შესულ საკითხებს და არაგუნდურად მართავდა საკრებულოს.

მღებრიშვილის ამ განცხადების შემდეგ, ლობჯანიძემ საკითხების დაკონკრეტება მოსთხოვა, რასაც სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

ლევან ლობჯანიძის თქმით, მისი მუშაობისადმი ყოველთვის ჩასაფრებულები იყვნენ, რომ შეცდომა აღმოეჩინათ.

სხდომას ესწრება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და ასევე, "ქართული ოცნების" შტაბის წევრები თბილისიდან.

შეგახსენებთ, ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან, პირველად, 2015 წლის 4 მარტს, იმპიჩმენტის წესით გადააყენებს, –17 ხმით 10–ის წინააღმდეგ. ლობჯანიძემ გადაყენება უკანონოდ მიიჩნია, სასამართლოს გზით იბრძოლა და სამივე ინსტანცია მოიგო.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საკრებულო ვალდებული იყო ყოფილი თავმჯდომარე პოზიციაზე აღედგინა და მისთვის 23 თვის იძულებით განაცდური აენაზღაურებინა, რაც 60, 950 ლარს შეადგენს (დარიცხვით). საკრებულომ ლობჯანიძე პოზიციაზე 7 თებერვლის სხდომაზე აღადგინა, თუმცა, მეორე დღესვე საკრებულოში მისი გადაყენების მოთხოვნით ახალი განცხადება შევიდა.

[ლუბა გიორგაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაზე 15 თებერვალს იმსჯელებს
მზადება განმეორებითი იმპიჩმენტისთვის ადიგენში
ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტი არ შედგა – მომხრეებს ერთი ხმა დააკლდათ
ადიგენის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტი ჩავარდა [Photo/Video]
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
დღეს ადიგენის საკრებულო ლევან ლობჯანიძის იმპიჩმენტზე იმსჯელებს
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება