FM97.5 / LIVE

ახალციხის მეორე სკოლაში ფიზიკის გამოცდა გაუჭირდათ

მთავარისაზოგადოება » განათლება 20.02.2013
ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში საატესტატო გამოცდებისთვის ზეპირი ფორმა შეარჩიეს. ფიზიკის გამოცდაში მოსწავლეების უმრავლესობა ჩაიჭრა.

ახალციხის მეორე სკოლაში ფიზიკის გამოცდა გაუჭირდათ

ახალციხის მეორე საჯარო სკოლამ გამოცდების ჩატარება ზეპირი ფორმით გადაწყვიტა. საგამოცდო პროცესი 18 თებერვალს დაიწყო.

მეორე სკოლას ორი, ქართული და რუსული განყოფილება აქვს. ქართული განყოფილებიდან გამოცდას 19, ხოლო რუსულიდან 18 მოსწავლე აბარებს. გარდა ამისა, წელს გადის გამოცდაზე რუსული განყოფილების ის 10 მოსწავლეც, რომლებმაც წინა წელს გამოცდები ვერ ჩააბარეს.

მეორე საჯარო დირექტორი მარინა ზედგინიძე ამბობს, რომ გამოცდების ფორმა სკოლის პედსაბჭოზე შეარჩიეს: ‘ვფიქრობ, რომ ამით ვაჩვენებთ ნამდვილ სურათს. რადგან, ტესტების დროს მოსწავლის მიერ შემთხვევით შემოხაზული ტესტი შეიძლება ზუსტი აღმოჩნდეს, ამით კი რეალურ შედეგს ვერ მივიღებთ’.

მოსწავლეების თქმით, გამოცდები მკაცრად მიმდინარეობს.

- ‘რუსულ სექტორზე ვსწავლობ, პირველი გამოცდა ფიზიკაში მქონდა. იმედი მაქვს ყველა გამოცდას კარგარ ჩავაბარებ’, - გვეუბნება მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე არმენ გრიგორიანი.

სკოლის დირექტორის თქმით, ქართულ სექტორზე ფიზიკაში თითქმის კლასის ნახევარი ჩაიჭრა.

- ‘ვინც ჩაიჭრა, მიხვდებიან, რომ მოუმზადებლები არ უნდა მოვიდნენ. ვფიქრობ, რომ ასეთი მეთოდი გაამართლებს და შემდეგი გამოცდებისთვის უკეთ მოემზადებიან. ამით მათი სწავლის დონეც უკეთესი იქნება’, - ამბობს მარინა ზედგინიძე.

რუსულ განყოფილებაზე მხოლოდ სამი გამოცდა ბარდება, რადგან აპრობირებული მეთოდის გამო ამ სექტორზე ქიმიის სწავლა გვიან დაიწყეს. ქიმიის გამოცდას მაისში, მეორე ეტაპზე ჩააბარებენ სხვა დანარჩენ ოთხ გამოცდასთან ერთად.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

საატესტატო გამოცდები განახლდა
ახალციხის სკოლებიდან ქიმიის გამოცდაში 5 მეთერთმეტე კლასელი ჩაიჭრა
საჯარო სკოლებში მე–11 კლასის გამოსაშვები გამოცდები დასრულდა
დღეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოსწავლეებმა ისტორიასა და ფიზიკაში ჩააბარეს
რამდენი მოსწავლე ჩაიჭრა მათემატიკასა და ფიზიკაში ახალციხის სკოლებში
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა
ახალციხის 4-მა სკოლამ ტესტური გამოცდა აირჩია