FM97.5 / LIVE

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 14.02.2017
ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა პირველი კვარტალიდან 2017 წლის შუა თვეებამდეა გადატანილი.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო

ამის შესახებ განაცხადა თურქეთის ტრანსპოტის, ზღვაოსნობისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ახმეტ არსლანმა ყარსის სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ჯემნიუსის ინფორმაციით, არსლანმა სარკინიგზო ხაზის გახსნის მორიგი გადავადების მიზეზად დიდთოვლობა დაასახელა. „მარტში-აპრილში რკინიგზა გამოიცდება და მიმდინარე წლის შუა თვეებში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი ექსპლუატაციაში გადაეცემა. მეორე ეტაპზე ვგეგმავთ მაგისტრალის გაგრძელებას ნახიჭევანამდე,ირანამდე, პაკისტანამდე და ინდოეთამდეც კი“, – თქვა მინისტრმა.

სარკინიგზე მაგისტრალი, უკვე მეათე წელია, იგება. თავდაპირველად მისი გახსნა 2011 წელს იგეგმებოდა. მას შემდეგ სულ ცოტა სამჯერ მაინც გადაიდო ამ გზაზე პირველი მატარებლის გამგზავრება.

2015 წლის ოქტომბერში „აზერბაიჯანული რკინიგზების“ ხელმძღვანელი ჯავიდ გურბანოვი პრესას არწმუნებდა, რომ 2016 წელს მაგისტრალი ექსპლუატაციაში გადაეცემოდა. თუმცა, დეკემბერში რკინიგზის ამოქმედება 2017 წლის პირველი მეოთხედისთვის გადაიდო.

2016 წლის იანვარში სააქციო საზოგადოება „ქართული რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ სააგენტო „ტრენდს“მაგისტრალის ქართული მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შესახებ აცნობა.

ბაქო-თბილისი-ყარსის მთლიანი სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს. სავარაუდო გამტარუნარიანობა – 1 მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთს უდრის. სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის გამტარუნარიანობა, შესაძლოა, სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე გაიზარდოს.

პროექტის თავდაპირველი ფასი 422 მილიონ დოლარს შეადგენდა, აქედან 202 მილიონი დოლარი ქართული მონაკვეთის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, 220 მილიონი დოლარი – თურქულს, თუმცა მოგვიანებით ღირებულება გადაიხედა და გაიზარდა. 2008 წლის ბოლოსთვის პროექტის საერთო ღირებულება, სხვადასხვა შეფასების მიხედვით, 600 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

წყარო: jam-news.net

[sknews.ge]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობენ
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობდა
ხმა სოფლიდან: ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო სამუშაოებმა ადგილობრივი დააზარალა [Audio]
ყარსი–ახალქალაქის რკინიგზაზე სატესტო მატარებელი გაივლის
ირაკლი ღარიბაშვილმა მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბანი მოინახულა
შსს-მ ჯავახეთში ქურდობის ფაქტზე 6 პირი ამხილა
თბილისი Argus Media-ს საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს [R]