სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 13.02.2017
დამწყებ სოციალურ მეწარმეებს ახალი სოციალური საწარმოების შექმნას დაუფინანსებენ.

იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის

დღეს, 13 თებერვალს, ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა, პროექტის „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა და სოციალური და ეკონომიკური ცვლილებებისთვის წარდგენა“ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი დამწყები მეწარმეების ხელშეწყობას ითვალისწინებს და მის ფარგლებში გამოცხადებულია იდეების კონკურსი, რომელიც 23 თებერვალს სრულდება.

„დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გადმოაგზავნონ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე (apply@csrdg.ge). შემდეგ ტურში გადასულებს ტრენინგების ციკლი ჩაუტარდებათ, საბოლოო ეტაპზე, კი, გამარჯვებულები მიიღებენ გრანტს, 8.000 ევროს“, – განმარტავს განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სოფია ფუტკარაძე.

„მნიშვნელოვანია, რომ იდეები იყოს მრავალი მიმართულებით, შეეხებოდეს გარემოს დაცვას, განათლებას, მოწყვლადი ჯგუფების, პირების დასაქმებას. იდეები უნდა იყოს ორიგინალური და ამავე დროს, სოციალური პრობლებების მოგვარებისკენ მიმართული“, – ამბობს განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ბიზნეს მრჩეველი გიორგი ჭუმბურიძე.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

„იდეების კონკურსს“ სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB), მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით გამოცხადდა.

ორგაიზატორების თქმით, საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

სოციალური მეწარმეობა, ეს არის ბიზნესი სოციალური მისიით და ის საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.

სოციალური მისიის მქონე, ინოვაციური ბიზნეს იდეის ავტორებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ 2 ეტაპიან საგრანტო კონკურსში და საკუთარი იდეა აქციონ რეალობად. პირველი ეტაპ არის იდეების კონკურსი, მეორე ეტაპი კი საგრანტო კონკურსი I ეტაპზე გამარჯვებულებს შორის.

საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დასაფინანსებლად შეირჩევა 4 ან 5 საუკეთესო ბიზნეს გეგმა.

საპროექტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ-ფოსტის საშუალებით, მისამართზე: apply@csrdg.ge
განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა: 2017 წლის 23 თებერვალი, 18:00 სთ.

იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


17.07.2018 აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ

16.07.2018 გეოგრაფიის გამოცდაზე 22 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.07.2018 15 000–მდე ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

18.07.2018 რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას

17.07.2018 ონკოლოგების შეფასებები ახალციხეში კიბოს ავადობის მაღალ მაჩვენებელზე

17.07.2018 ახალციხეში დაზიანებული ატრაქციონების შეკეთება დაიწყეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
სოციალური მეწარმეობის დსახმარებლად პროექტი იწყება
კონკურსი   „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება
სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება