სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

თამაზ ლომიძის ინფორმაციით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.02.2017
გერმანიაში მოღვაწე სასულიერო პირის, დეკანოზ თამაზ ლომიძის ინფორმაციით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა.

თამაზ ლომიძის ინფორმაციით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა

ამის დამადასტურებლად, დეკანოზი სოციალურ ქსელში, ფეისბუქში, თავის გვერდზე, ილია მეორის მიერ ხელმოწერილ ბრძანებას აქვეყნებს.

“ა.წ. 9 თებერვლიდან ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) დადგენილ იქნას გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად”, - ვკითხულობთ თამაზ ლომიძის მიერ გამოქვეყნებულ, N11 ბრძანებაში, რომელიც 9 თებერვლით თარიღდება.



შეგახსენებთ, ამავე დეკანოზმა, მიმდინარე წლის 17 იანვარს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მრევლი ეწინააღმდეგებოდა, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მმართველად მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას (ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი) დანიშვნას. ამ განცხადებას კი ბორჯომში, მეუფე სერაფიმეს მხარდამჭერების აქცია მოჰყვა.

მეუფე სერაფიმემ ბორჯომ–ბაკურიანის ეპარქია 2016 წლის 24 აპრილს დატოვა. რა გახდა ამის მიზეზი, მაშინ ეს არც სერაფიმეს და არც საპატრიარქოს არ განუმარტავს. გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქომ მხოლოდ ის მიუთითა, რომ „მიტროპოლიტი პირადი თხოვნის საფუძველზე განთავისუფლდა“.

ამ გათავისუფლების მიზეზი, რომ მრევლის მხრიდან უმძიმესი ბრალდებები იყო, ეს პირველად 17 იანვარს გაჟღერდა, მაშინ, როდესაც გერმანიაში მოღვაწე სამმა მართლმადიდებელმა მღვდელმა [მათ შორის ერთ–ერთი იყო თამაზ ლომიძე] განცხადება გაავრცელა. ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ღიად გამოჩნდა, რომ ბორჯომში, მეუფეს წასვლის გამო, მრევლი და სასულიერო პირები ორად იყვნენ გაყოფილი. ამ დროს გახდა ცნობილი, რომ მეუფე სერაფიმეს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ადანაშაულებენ. საპატრიარქოს განცხადება არც ამ ბრალდებაზე გაუვრცელებია. დუმს მეუფე სერაფიმეც, თუმცა, როდესაც მისი გერმანიაში გადაყვანაზე დაიწყო საუბარი, მან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ უარს ამბობს გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე.

„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ჩემთვის, რომ უმჯობესია გავერიდო არსებულ სიტუაციას, რადგან ჩემთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებები ხდება მიზეზი ეკლესიაში შფოთის შემოტანისა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენისა; ამიტომაც უარს ვამბობ გერმანიის და ავსტრიის ეპარქიაში გამგზავრებაზე. მსურს ჩემთვის ვიყო და ვილოცო“, – ნათქვამი იყო განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2018 5 ავტორი ფენტეზის ჟანრიდან - წიგნები მოზარდებისთვის

22.04.2018 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა

22.04.2018 51:3 – 'ტაომ' 'დევები' მეორედ დაამარცხა

21.04.2018 ახალციხეში ფილმის 'ექვთიმე ღვთისკაცის' ჩვენება გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მრევლმა  მეუფე  სერაფიმეს მხარდასაჭერად აქცია გამართა
საპატრიარქოს განცხადება მეუფე სერაფიმეს ეპარქიიდან წასვლის შესახებ
მიტროპოლიტ სერაფიმეს სინოდმა მღვდელმოქმედება აღუდგინა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ხელმძღვანელად ეპისკოპოსი ლაზარე დაინიშნა
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას დროებითი მმართველი ჰყავს
ბორჯომ – ბაკურიანის მეუფემ ეპარქია დატოვა
სად არის მეუფე სერაფიმე