FM97.5 / LIVE

რას ამბობენ გამათბობლების მაღაზიებში ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე

მთავარისაზოგადოება 19.02.2013
სად იყიდება გაზის გამათბობლები და საქვაბეები; ვინ არის პასუხისმგებელი მათ დამონტაჟებაზე, რა კვალიფიკაცია აქვს და რა საფრთხეები არსებობს დაუდევრობის შემთხვევაში.

რას ამბობენ გამათბობლების მაღაზიებში ტექნიკოსების კვალიფიკაციაზე
გაზის გამათბობლები და წყლისგამაცხელებლები ქალაქის თითქმის ყველა ელექტროსაქონლის მაღაზიაში იყიდება. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქალაქში ასეთი სულ რამდენიმე მაღაზიაა.

მაღაზია ’ელ-ჯი’-ში გაზის გამათბობლების ფართო არჩევანია. ’ელ-ჯი’-ს მენეჯერი გრიშა ბაბაიანი ამბობს, რომ ძირითადად უკრაინული, ჩეხური და ქართული ’კერას’ გამათბობლები შემოაქვთ. მყიდველის სურვილის შემთხვევაში მათგან წაღებულ გამათბობელს მათივე ხელოსანი ამონტაჟებს. ბაბაიანი ვერ იხსენებს, მათ მაღაზიაში მომუშავე ტექნიკოსი სად გადამზადდა.

- ’არ ვიცი სად ისწავლა, მაგრამ კარგად აკეთებს’,- ამბობს იგი.

მაღაზია ’ელიტ-ელექტრონიქსში’ პრესასთან საუბრისგან თავს იკავებენ. პირად საუბარში გვიხსნიან, რომ მათთან გაზის ტექნიკოსი შპს ’საგა იმპექსმა’ გადაამზადა. მაღაზია კლიენტს გარანტიის საბუთს არ აძლევს, ვიდრე მათი ტექნიკოსი უსაფრთხოებას არ გადაამოწმებს. მათი ტექნიკოსი ამოწმებს უსაფრთოხებას იმ შემთხვევაშიც, თუ მყიდველმა გამათბობელი არა ამავე მაღაზიის წარმომადგენელს, არამედ ვინმე სხვას დაამონტაჟებინა. ასეთ დროს, ’ელიტ-ელექტრონიქსის’ ტექნიკოსი დამონტაჟებული გამათბობლის გადამოწმების შემდეგ აძლევს კლიენტს გარანტიის დამადასტურებელ დოკუმენტს.

’სამხრეთის კარიბჭემ’ ტექნიკოსების კვალიფიკაციის დადგენა ქალაქის კიდევ ორ მაღაზიაში სცადა.

’ბეკოში’ ახალი თანამშრომელი დაგვხვდა, რომელმაც კითხვებზე ვერ გვიპასუხა იმ მოტივით, რომ ახლახანს დაიწყო მუშაობა, დროებით და დეტალებში გარკვეული არ არის. მაღაზიის მენეჯერი ადგილზე არ დაგვხვდა.

პაატა ნათენაძის ქუჩაზე მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიაში კი გვითხრეს, რომ მათთან კლიენტს მხოლოდ შეძენა შეუძლია. მაღაზიას ტექნიკოსები არ ჰყავს და მყიდველს ამ მომსახურებას ვერ სთავაზობენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

14.09.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა წიგნის კითხვის კონკურსში გაიმარჯვეს

13.09.2019 ეროვნული გამოცდებისთვის უნივერსიტეტებმა დამატებითი საგნები შეარჩიეს

13.09.2019 ზარზმის რეაბილიტირებულ სკოლაში სწავლა ოქტომბერში დაიწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.09.2019 ახმეტელის თეატრი ახალციხეში – ფესტივალის მესამე დღე

15.09.2019 ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს

14.09.2019 ასპინძაში ერთი ტრაილერი მეორეს შეეჯახა

14.09.2019 რას ნახავთ დრამატურგიის ფესტივალის მეორე დღეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
ახალციხეში, ავეჯის მაღაზიაში ფიზიკური დაპირისპირების გამო პოლიცია გამოიძახეს
გაზის კომპანია აბონენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ახალციხეში ტექნიკის მაღაზია 'ზუმერი' გატეხეს
ახალციხის ციხეში მაღაზიები ბრუნდება
ივანიშვილმა აბასთუმნელებს არჩევნებმადე  გაზის გამათბობლები აჩუქა