FM97.5 / LIVE

რა დაავალა თამარ გოგოლაძემ სოფლის რწმუნებულებს

მთავარიპოლიტიკა 19.02.2013
გზები, სასმელი წყალი, საბავშვო ბაღები, კულტურის სახლები, სასაფლაოების შემოღობვა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, სარწყავი სისტემები - სოფლის პრობლემების არასრული ჩამონათვალი

რა დაავალა თამარ გოგოლაძემ  სოფლის რწმუნებულებს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე,’რესპუბლიკელი’ თამარ გოგოლაძე, რწმუნებულებთან ერთად მუნიციპალიტეტის სოფლების შემოვლას გეგმავს.

მისი დავალებით, გამგეობის რწმუნებულებმა მათ ტერიტორიულ გაერთიანებებში [სოფელი ან თემი] არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია უკვე შეაგროვეს.

რწმუნებულების თქმით, ყველა სოფელში პრობლემები მეტ-ნაკლებად იდენტურია. სოფელში მცხოვრები მოსახლეობა გზების შეკეთებას, სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციას, საბავშვო ბაღებისა და კულტურის სახლის ამოქმედება-რეაბილიტაციას, სასაფლაოების შემოღობვას, ნაპირსამაგრი სამუშაოების და სარწყავი სისტემების მოწესრიგებას ითხოვს.

- ’წყალი და გზა, ეს არის ჩვენი მთავარი სატკივარი. არა მარტო ჩვენი, მთელი მუნიციპალიტეტის’, - გვითხრა სოფელ სვირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა რამაზ ზედგინიძემ.

სოფლის ტერიტორიული რგანოს რწმუნებულებმა მუნიციპალიტეტის 47-ვე სოფლის შესახებ გამგებლის მოადგილეს ინფორმაცია წერილობით ჩააბარეს.

- ’23 სხვადასხვა სახის პრობლემა გამოვლინდა. ძნელია ერთდროულად ყველა მოგვარდეს, ამიტომ პრიორიტეტი უნდა დავსახოთ. პირადად შევხვდებით მოსახლეობას და გავარკვევთ, რომელი საკითხის მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია’, - ამბობს თამარ გოგოლაძე.

მოსახლეობასთან შეხვედრებს გამგებლის მოადგილე უახლოეს დღეებში დაიწყებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

27.09.2020 სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა

26.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ 6 წლის ბავშვს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ახალმა გამგებელმა რწმუნებულებს მოუსმინა
სოფლის რწმუნებულებს 'ნაგავსაყრელების' მოწესრიგება დაევალათ
სოფლის რწმუნებულებმა თანამდებობები დატოვეს
სოფლებში ექთნის დანიშვნას ითხოვენ
რეგიონული განვითარების სამინისტროში 24 პროექტი გაიგზავნება
რატომ არის სოფლის თემი უფუნქციო?
რატომ მოსთხოვა გამგებელმა რწმუნებულებს მოხსენებითი ბარათების დაწერა