FM97.5 / LIVE

ახალციხის 4-მა სკოლამ ტესტური გამოცდა აირჩია

მთავარისაზოგადოება » განათლება 19.02.2013
ახალციხის პირველ, მეხუთე და მეექვსე სკოლასა და კერძო სკოლა მზექაში, საატესტატო გამოცდები წერილობითი ფორმით მიმდინარეობს.

ახალციხის 4-მა სკოლამ ტესტური გამოცდა აირჩია
ამ ეტაპზე მოსწავლეები გამოცდებს ოთხ საგანში: ქიმიაში, ფიზიკაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში აბარებენ.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გამოცდების ფორმა და საგამოცდო განრიგის საკითხები სკოლებს თავად უნდა გადაეწყვიტათ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა სკოლამ ტესტები აირჩია.

ახალციხის კერძო სკოლა ’მზექაში’ გამოცდები 15 თებერვლიდან დაიწყო და სამ დღიანი შუალედებით ტარდება. ამ სკოლაში გამოცდებს 25 მოსწავლე აბარებს. პირველი გამოცდა გეოგრაფიაში ჩატარდა, შემდეგი კი 20 თებერვალს ფიზიკაში ჩატარდება.

- ’ რვაზე დაბალი ქულა არ დაწერილა’, - ამბობს კერძო სკოლა ’მზექას’ დირექტორი ბელა კაპანაძე.

გამოცდების ფორმით კმაყოფილი არიან ’მზექას’ მოსწავლეებიც.

- ’მაღალი ქულა ავიღე და სხვა გამოცდებშიც კარგ შეფასებას ველოდები. გამოცდებმა მკაცრადაც ჩაიარა, რაც ჩემთვის მისაღებია”, - ამბობს ’მზექას’ მოსწავლე ნათია სამსონიძე.

მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ზაზა თამარაშვილის თქმით, ამ სკოლიდან გამოცდაზე ყველა, 33-ვე მოსწალე გადის.

- ”მასწავლებელთა კოლექტივმა გადავწყვიტეთ, რომ მოსწავლეებმა გამოცდები ტესტურად ჩააბარონ. ჩასაბარებელი საგნებიდან გამომდინარე, შექმნილია ღია და დახურული კითხვები. ჯერ ორი გამოცდა ჩატარდა, ბიოლოგიასა და ქიმიაში. შემდეგი ორი პარასკევსა და შაბათს ჩატარდება ფიზიკასა და გეოგრაფიაში’, - ამბობს თამარაშვილი.

გამოცდები ახალციხის პირველ და მეხუთე საჯარო სკოლაშიც ტესტურად მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემებით არცერთერთ სკოლაში არავინ ჩაჭრილა.

- ’საკმაოდ რთული იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ შედეგით. პირველი გეოგრაფიაში გვქონდა და ცხრა ქულა ავიღე, დღეს კი მეორე გამოცდა ქიმიაში ჩავაბარეთ. ჯერ ჩვენი სკოლიდან არავინ ჩაჭრილა’, - ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა მიქელაძე.

საატესტაო გამოცდების პირველი ეტაპი 1 მარტს დასრულდება. მეორე ეტაპი 20 მაისიდან 29 მაისამდე გაგრძელდება.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებში გამოცდის შედეგები მოსწონთ
ახალციხის სკოლებში საატესტატო გამოცდების განრიგი გაწერეს
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
სკოლის საატესტატო გამოცდები დასრულდა
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ