FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის საბაჟოზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

მთავარისიახლე, სამართალი 03.02.2017
სომხეთის მოქალაქე მანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, ნინოწმინდის საბაჟო პუნქტის გავლით, აქციზური ნიშანდების გარეშე სიგარეტის შემოტანას ცდილობდა.

ნინოწმინდის საბაჟოზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავებით, საბაჟო-გამშვები პუნქტის, „ნინოწმინდა“-ს გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, სხვადასხვა სახეობის დიდი ოდენობით სიგარეტი აქციზური ნიშანდების გარეშე. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო-გამშვებ პუნტქზე დააკავა, ხოლო უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

დაკავებულს ასევე ჩამოერთვა ავტომანქანა, რომლითაც მან უაქციზო სიგარეტი შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

[sknews.ge]


19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

10.02.2020 ესეების კონკურსში ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს

10.02.2020 ახალქალაქში, ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.02.2020 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 600-მდე აბონენტს 15 დღეა წყალი არ აქვს

19.02.2020 სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს

19.02.2020 საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხულო-ზარზმის გზის მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტს

19.02.2020 სამცხე-ჯავახეთში სოციალური სააგენტოდან 6 თანამშრომელი გაათავისუფლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე, ახალქალაქში ერთი პირი დააკავეს
უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
სამცხე–ჯავახეთში საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა
იანვარში უაქციზო სიგარეტის შენახვისა და რეალიზაციისთვის პასუხისგებაში 15 პირი მისცეს
ნინოწმინდის საბაჟო პუნქტის თანამშრომელი დააკავეს