FM97.5 / LIVE

ნომინაციაში „რუსთველოლოგია“გამარჯვებული გამოვლინდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.02.2017
დღეს, 2 თებერვალს, ნომინაციაში „რუსთველოლოგია“ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. ჟიურის რჩეული ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან სულავა გახდა.

ნომინაციაში „რუსთველოლოგია“გამარჯვებული გამოვლინდა

ლიტერატურული კონკურსი, 2016 წლის აპრილის თვეში დაიწყო და შოთა რუსთაველის 850–ე საიუბილეო წელს მიეძღვნა. მასში მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლების იმ მეცნიერებმა მიიღეს, რომლებიც რუსთველოლოგიაში მუშაობენ. ჟიურიმ საუკეთესო ნაშრომად პროფესორ ნესტან სულავას მონოგრაფია, სახელწოდებით „ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები“ საუკეთესოდ დაასახელა. გამარჯვებულმა პრიზი 3 000 ლარი მიიღო.

,,ვფიქრობ, რომ დიდი პატივი მხვდა წილად, ძალიან გახარებული ვარ. ეს მხოლოდ ჩემი კი არა, მთელი რუსთველოლოგიური მეცნიერების გამარჯვებაა“ – განმარტა ნესტან სულავამ.

ლიტერატურული კონკურსი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის, რეგიონული გაზეთის „ლიტერატურული მესხეთისა“ და მხარის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებაზე, სკოლის მოსწავლეებმა, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნიდან“ საზეპიროები წაიკითხეს.

დაჯილდოებას სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ასევე ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ– თანამშრომლები, სკოლების დირექტირები და ფილოლოგები დაესწრნენ.

ნომინაციაში „რუსთველოლოგია“გამარჯვებული გამოვლინდა

ნომინაციაში „რუსთველოლოგია“გამარჯვებული გამოვლინდა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ვეფხისტყაოსნის’ ზეპირად მცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ვინ გახდა კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული
ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა
პრემია ‘საბას’ გამარჯვებულები ცნობილია ®
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა
ლიტერატურული პრემია 'საბას' 2019 წლის ფინალისტები ცნობილია ®
„ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი ვერსიის შექმნაში მესხეთი ჩაერთო