სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის ბიუჯეტის გასული წლის ნაშთი მილიონ ლარზე მეტია

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.02.2017
ქალაქ ახალციხის ბიუჯეტს გასული წლის ნაშთისა და გარდამავალი პროექტების ხარჯზე 1 255 200 ლარი დაემატა.

ახალციხის ბიუჯეტის გასული წლის  ნაშთი მილიონ ლარზე მეტია
ახალციხის მერიის ბიუჯეტში პირველი ცვლილება შევიდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტს ნაშთისა და გარდამავალი პროექტებში არსებული თანხით 1 255 200 ლარი დაემატა. ეს ფული ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობას და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია-აღჭურვას მოხმარდება.

„გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტი რომ დავამტკიცეთ, იქ არ იყო მთელი წლის მონაცემები, რადგან არ ვიცოდით ზუსტად რამდენი იქნეობდა ნაშთი. ასევე, რომელი გადავიდოდა გარდამავალ პროექტად, აქედან გამომდინარე ახლა ხდება ბიუჯეტის დაზუსტება“, – განაცხადა 31 იანვარს, რიგით მეორე საკრებულოს სხდომაზე ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ნასყიდაშვილმა.

მისივე თქმით, 1 255 200 ლარი რამდენიმე მუხლზე გადანაწილდა და ეს თანხა გზების რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას, სახურავებისა და ფასადების შეღებვას, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დაფინანსებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალციხის 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულომ 7, 774,000 ლარით 2016 წლის დეკემბერში დამტკიცდა. ბიუჯეტიდან 1,719,900 ლარი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისთვისაა გათვალისწინებული. დეკემბერში ქალაქის ბიუჯეტის დამტკიცებას უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა. სხდომაზე მყოფი 12 დეპუტატიდან, ბიუჯეტის ამ ფორმით დამტკიცებას, 8 დეპუტატი დაეთანხმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ბიუჯეტის გასული წლის ნაშთი სამ მილიონ ლარზე მეტია
რაზე დახარჯავენ თვითმმართველობები თანხებს 2017 წელს ცნობილია
‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა
ახალციხის თემის ბიუჯეტი, ნაშთის ხარჯზე, 2.390.000 ლარით გაიზარდა
ახალციხის თემის ბიუჯეტს 350 000 ლარი დაემატა, თანხა ვალეს საბავშვო ბაღს მოხმარდება
ახალციხის ბიუჯეტი 202 400 ლარით გაიზარდა
საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა