FM97.5 / LIVE

ახალციხეში არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი გაორმაგდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 01.02.2017
ახალციხის მერიამ ქალაქში არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი გაზარდა. გადაწყვეტილების ერთ–ერთ მიზეზად ლარის გაუფასურება დასახელდა.

ახალციხეში არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასი გაორმაგდა
ახალციხის საკრებულომ ქალაქში არსებული ტერიტორია სამ ზონად დაყო, შესაბამისად ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი ასე გადაანაწილა: ცენტრალური ზონა –14,04 ლარი; შუალედური ზონა– 10.80 ლარი; პერიფერიული ზონა –7.56 ლარი;
არასასოფოლო სამეურნეო მიწის ნორმატიულ ფასებს საკრებულო, მერიის მოთხოვნით, ყოველი წლის დასაწყისში ამტკიცებს.

საკრებულოს თავმჯდომარის დავით ლომიძის განცხადებით, ფასი სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით მაღალი არ არის, თუმცა ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით გაორმაგებული ნამდვილადაა: „გასულ წელს ცენტრალური ზონა 7,04 ლარი იყო, ახლა 14,04 ლარია. ჩვენზე დიდი გადასახადები აქვთ სხვა მუნიციპალიტეტებს, ეს გამოიწვია ინფლაციამაც“.

ცენტრალური ზონად მდინარე ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო განისაზღვრა. საკრებულოს განმარტებითი ბარათის მიხედვით, უფრო ზუსტად აქ „ახალი ხიდიდან“ „ძველ ხიდამდე“ არსებული ტერიტორია და მათი მიმდებარე ქუჩები იგულისხმება. ამ ჩამონათვალში 50–მდე ქუჩაა გაწერილი. ცენტრალურ ზონაშია „ხუთსართულიანი“ დასახლების დასავლეთით მდებარე ტერიტორია, ასევე აბასთუმნის და ახალქალაქის გზატკეცილები , ავტოსადგურის და საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორიის ნაწილიც.

შუალედურ ზონაში მოხვდა: მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა–ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის, ჯანაშიას და ივანე ახალციხელის ქუჩები.

პერიფერიულ ზონაში გადის : „საბარგო სადგურის“ დასახლება ( გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, ივ. ახალციხელის, ადიგენის, ტაბიძის და ტაბიძის ჩიხი), ასევე, სომხური სასაფლაოს და ყოფილი „ყველ–კარაქის“ქარხნის მიმდებარე ტერიტორია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

რა ღირს ახალციხეში არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა
სად იქნება საარჩევნო უბნები ახალციხეში მცხოვრებლებისთვის
ახალციხის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიის  მოსაწყობად 89.968 ლარი დაიხარჯება
აბასთუმანში ‘ცისარტყელას’ მიმდებარე ტერიტორია ნახევარ მილიონად იყიდება
ახალციხის საკრებულო ქალაქ ვალეში მდებარე ნაკვეთს აუქციონზე ყიდის
რომელ ქუჩებს მოაწესრიგებს მერია მომავალ წელს 4 მლნ–მდე ლარით
ახალციხის მერია აუქციონზე ოთხ ობიექტს გაიტანს