FM97.5 / LIVE

თოჯინების თეატრი ძველ ადგილს უბრუნდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.02.2017
ხუთი წლის შემდეგ, შენობა, სადაც წლების განმავლობაში თოჯინების თეატრი იყო, ძველ ფუნქციას დაიბრუნებს. ქალაქის ცენტრში სარემონტო სამუშოები უკვე დაიწყო.

თოჯინების თეატრი ძველ ადგილს  უბრუნდება
„ახალციხის ციხიდან“ თოჯინების თეატრი ისევ ქალაქის ცენტრში, პაატა ნათენაძის ქუჩაზე გადავა.

კულტურის სამინისტრო შენობის რეაბილიტაციისთვის 302 775 ლარს დახარჯავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „გლობალ ჰაუსი“ ახორციელებს. როგორც კომპანიაში განგვიმარტეს სამუშაოები 9 იანვარს დაიწყეს და მაისში დაასრულებენ.

„შეიცვალა სახურავი, ახლა ალმატურის სამუშაოები მიმდინარეობს“, – განაცხადა კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელმა ლერი მარგველაშვილმა.
„გლობალ ჰაუსის“ ხელმძღვანელის მურადი მელიქიძის განმარტებით თოჯინების თეატრის მთლიანი შენობა გარემონტდება, მოწესრიგდება საპირფარეშო, დარბაზი და გარე ფასადი.

“ძლიერი ყინვებია და ბეტონის სამუშაოებს ამ ეტაპზე ვერ ვაკეთებთ გაიყინება, სავარაუდოდ მაისის ბოლომდე დავასრულებთ. ძალიან მალე ახალციხეს კარგი და ლამაზი თეატრი ექნება“, – განმარტავს მურადი მელიქიძე.

მისივე თქმით, „გლობალ ჰაუსს“ მხოლოდ შენობის რეაბილიტაცია ევალება.

შეგახსენებთ, რომ თოჯინების თეატრი ახალციხის ციხეზე დაახლოებით 2012 წლის სექტემბერში გადავიდა. ციხის ტეროტიაზე გადასვლიდან მალევე არასაკმარისი ფართის გამო თეატრის ხელმძღვანელობა უკან ქალაქში დაბრუნებას ითხოვდა.

”თოჯინების თეატრი ქალაქში უნდა იყოს. ციხეზე, დარბაზში 40 კაცი ეტევა და ძველ შენობაში კი 200 ადამიანი ეტეოდა. გარდა ამისა, ბაღის ბავშვებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის ახალციხის ციხეზე ამოსვლა ტრანსპორტის გარეშე ძალიან რთულია”, – აცხადებდა თეატრის დირექტორი რუსუდან სისაური.

ხუთწლიანი ლოდინის შემდეგ თეატრის ადმინიტრაციის მოთხოვნა სრულდება.

თოჯინების თეატრი ძველ ადგილს  უბრუნდება

თოჯინების თეატრი ძველ ადგილს  უბრუნდება

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თოჯინების  თეატრი ქალაქის ცენტრში შემოდგომით დაბრუნდება
შესაძლოა თოჯინების თეატრი ძველ ადგილს დაუბრუნდეს
თოჯინების თეატრის რემონტი მაისში დასრულდება
თოჯინების თეატრის შენობის რემონტი დასრულდა, დარჩენლია სცენის მოწყობა
თოჯინების თეატრში სეზონი ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნება
ახალციხის თოჯინების თეატრი ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ელოდება
თოჯინების თეატრი კვირას წარმოდგენას გამართავს