სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.01.2017
ე.წ.მოხის კომისიის სხდომა, რომელიც 30 იანვარს, თბილისში იყო დაგეგმილი გადაიდო. სავარაუდო თარიღი, როდის შეიკრიბება სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელი კომისია, ამ ეტაპზე უცნობია.

‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო

მოხის სადავო შენობის ირგვლივ, წარმომავლობის შემსწავლელ კომისიას, 30 იანვარს, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიაში უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა გადაიდო. როგორც კომისიის თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, შეხვედრა იმის გამო გადაიდო, რომ დასავლეთ საქართველოს მუფთი, ბეგლარ ქამაშიძე საქართველოში არ იმყოფება.

„რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ახლა საქართველოში არ იმყოფება მუფთი. გიდარსტურებთ, რომ სხდომა გადაიდო. შევუთანხმდებით სხვა წევრებს და თარიღს დავნიშნავთ მოგვიანებით“– განმარტავს ზაზა ვაშაყმაძე.

30 იანვრისათვის დაგეგმილ სხდომაზე, მუსლიმურ მხარეს, მოხეში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე, მუფთებისა და მოსახლეობის გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა.

რა გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმმა მოსახლეობამ, ამ საკითხზე სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ვერ საუბრობს.
„ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი. სხდომაზე გასატანი საკითხები მუფთათან ერთად უნდა გავიარო, იმიტომ, რომ ყველა ინფორმაცია მუფთთან იყრის თავს. ხვალისთვის ჩამოსვლას ვერ მოასწრებს, საზღვარგარეთ არის და შეხვედრები აქვს. მე როგორც ვიცი, სამშაბათს უნდა დაბრუნდეს“– ამბობს მამუკა ვაშაყმაძე.

შეგახსენებთ, რომ ‘მოხის კომისიის’ ბოლო სხდომა 2016 წლის 1 დეკემბერს, ახალციხეში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოხეს სადავო შენობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაეცემა და მას მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სავარაუდო სახელწოდებით -„სადავო საკულტო ნაგებობა“. მუსლიმ მრევლს კი მოხეში ახალი მეჩეთის ასაშენებლად ადგილს შესთავაზებენ.

კომისიის ამ გადაწყვეტილებას მოხის მუსლიმი მრევლის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

[sknews.ge]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მამუკა ვაშაყმაძე მოხეს კომისიის დასკვნაზე: მოგვიწევს დისკუსია, თუმცა, რადიკალიზმი არ იქნება
მოხეს სადავო შენობას  ‘სადავო საკულტო ნაგებობის’ სტატუსი მიენიჭება
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
„მოხეს კომისიის“  წევრების შეხვედრა ადგილობრივებთან გადაიდო
მოხეში სადავო  შენობის წარმომავლობის დამდგენ  კომისიას ორი პირი დაემატება
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
მოხის სადავო შენობაზე ერთობლივი კომისია იმუშავებს