FM97.5 / LIVE

რეალურია თუ არა შიში არაკვალიფიციური კადრების გაჩენაზე

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.04.2012
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელმა სტუდენტებმა წელს 20 სპეციალობა აირჩიეს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მისაღები გამოცდის ამგვარი სისტემა არაკვალიფიციური კადრების გაჩენას შეუწყობს ხელს.

გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს მეთორმეტეკლასელებმა 7 ფაკულტეტის ნაცვლად 20 სასურველი სპეციალობა აირჩიეს. ბევრმა არჩევანი იმის მიხედვით გააკეთა, რაც სახელმწიფომ პრიორიტეტად დაასახელა.

ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წელს 720 სტუდენტს მიიღებს. ტრადიციულად, ყველაზე დიდი კონკურსი იურიდიულ ფაკულტეტზეა. მეორე ადგილზეა ისტორიის ფაკულტეტი, სადაც პირველი დასახელებით, 46 აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

- “აბიტურიენტების უმრავლესობა მეოთხე საგნად ისტორიას აბარებს, ამან განაპირობა ის, რომ ამ ფაკულტეტზე მოთხოვნა გაიზარდა”, - ამბობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი.

ეკოლოგიის ფაკულტეტეზე გამოცხადებული 40 ვაკანტური ადგილიდან, პირველადი დასახელებით 26 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ წელს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ფაკულტეტზე მოთხოვნა გაიზარდა. 17 აბიტურიენტია აგრო-ტექნოლოგიის სპეციალობაზე, 21 - ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე.

- “რაც შეეხება მათემატიკას, აქ ყოველთვის გვქონდა პრობლემა. წელსაც, პირველი დასახელებით, ხუთი აბიტურიენტია დარეგისტრირებული”, - ამბობს ახალკაცი.

განათლების ექსპერტი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიღების ახალი პრინციპი ქვეყანაში არაკვალიფიციური კადრების წარმოქმნას გამოიწვევს. ვინაიდან, იმის ნაცვალდ, რომ ფაკულტეტებს ინტერესების მიხედვით ირჩევდნენ, ახალგაზრდები სხვადასხვა ფაკულტეტზე “გამართლების” მიხედვით ხვდებიან: “მაგალითად, თუ აბიტურიენტს ფიზიკა მე-14 ადგილზე უწერია და ამ სპეციალობის სტუდენტი გახდა, მაშინ როცა ფიზიკაში არანაირი საბაზისო ცოდნა არ აქვს, კვალიფიციური კადრო ვერ იქნება”.

მისი თქმით, ტექნიკური სპეციალობების პრიორიტეტად დასახელებამ აბიტურიენტთა ნაწილი ამ მიმართულებით წაიყვანა. და ეს მაშინ, როდესაც ბევრს სრულიადაც არ აინტერესებს ამ სპეციალობის შესწავლა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს განათლების ექსპერტს გიორგი გახელაძეს. მისი თქმით, ამა თუ იმ ფაკულტეტზე მოხვედრილი სტუდენტის განათლების ხარისხზე, უმაღლესი სასწავლებლები აგებენ პასუხს: “თუ უნივერსიტეტები სტუდენტებს გამოცდილ პერსონალს და განათლების მაღალ სტანდარტებს შესთავაზებენ, კვალიფიციური კადრების დეფიციტი ქვეყანაში არ გაჩნდება”.

ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - კოლეჯის რექტორის როინ ყავრელიშვილის თქმით, სპეციალობების არჩევამდე აბიტურიენტს კარგად უნდა ჰქონდეს განსაზღვრული რა პროფესიის დაუფლება სურს. თუ ის ერთდროულად ტექნიკურ მიმართულებებსაც წერს და ჰუმანიტარულსაც, პროფესიონალი ვერცერთი მიმართულებით ვერ გახდება: “ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ეს ქართული მენტალიტეტის ბრალია. ოღონდ უმაღლესი განათლება მიიღონ და რა მნიშვნელობა აქვს იქნებიან თუ არა კარგი სპეციალისტები. სამწუხაროდ, ამაზე მშობლებიც ნაკლებად ფიქრობენ”.

მისივე თქმით, ის ახალგაზრდა, რომელის უმაღლეს სასწავლებელში ამგვარი პრინციპით მოხვდა, დამთავრებას მაინც ვერ მოახერხებს. ამდენად, მისაღები გამოცდის სისტემა არაკვალიფიციური კადრების გაჩენასთან არანაირ კავშირში არ არის.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის უნივერსიტეტი 700 სტუდენტს მიიღებს
ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
უფასო სპეციალობები - ვინ შეიძლება დაზარალდეს?
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები უნივერსიტეტში
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილები დარჩა
სტუდენტებს შესაძლოა ფაკულტეტის შეცვლა აეკრძალოთ – შეფასებები უნივერსიტეტიდან