FM97.5 / LIVE

შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელს ღირსების მოწმობა გადაეცემა

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.01.2017
26 იანვარს საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის, შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელს, ორ სახელმწიფო უწყებასა და რამდენიმე კერძო კომპანიას ღირსების მოწმობა გადაეცემა.

შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელს ღირსების მოწმობა გადაეცემა

სლოგანით „მონაცემთა ანალიზი საზღვრის ეფექტიანი მართვისათვის“, საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" მიმდინარეობს. კონფერენციაში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი, 180 საბაჟო ადმინისტრაცია მონაწილეობს.

ღონისძიებას, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და მისი მოადგილე, ასევე შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, იტალიისა და მოლდოვის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმღვანელები ესწრებიან. ასევე, ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებიან საქართველოს მთავრობის, ბიზნეს სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და მებაჟე-ოფიცრებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ხუნდაძემ კი კონფერენციის მონაწილეებს საბაჟო დეპარტამენტის წლიური ანგარიში წარუდგინა.

დღესვე, სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულების, გაწეული შრომისა და თავდადებისთვის, შემოსავლების სამსახურის სახელით, ღირსების მოწმობები გადაეცემა შემოსავლების სამსახურის 15 თანამშრომელსა და ორ სახელმწიფო უწყებას – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს. ღირსების მოწმობებით დაჯილდოვდება ასევე, რამდენიმე კერძო კომპანიაც.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკებს შორის ჩარჩო ფორმატის მემორანდუმი გაფორმდება. დასასრულს კი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო
შემოსავლების სამსახურის საგანმანათლებლო პროგრამა სამცხე-ჯავახეთში
[sknews.ge]შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოავლინეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს
ნინოწმინდის საბაჟო პუნქტის თანამშრომელი დააკავეს
„ყაზბეგის“ საბაჟოზე ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე დააკავეს
ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის 9 შემთხვევა 14 დღეში