FM97.5 / LIVE

იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.01.2017
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალთან“ პარტნიორობით აცხადებს „იდეების კონკურსს“ სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის.

იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის

სოციალური მეწარმეობა - ბიზნესი სოციალური მისიით - საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს.

საგრანტო კონკურსის მიზანია: საქართველოში სხვადასხვა სოციალური მისიის მქონე წარმატებული სოციალური საწარმოების დაფუძნება და ამ გზით სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსი ცხადდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში.

იდეების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

- საზოგადოებრივ ორგანიზაციებს;
- საინიციატივო ჯგუფებს;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სოციალური საწარმოს იდეის ინიციატორი და განმახორციელებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 წევრისაგან შემდგარი გუნდი, რომელთა ასაკი აღემატება 18 წელს.

საპროექტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ-ფოსტის საშუალებით, მისამართზე: apply@csrdg.ge.
განაცხადების შეტანის საბოლოო ვადაა: 2017 წლის 23 თებერვალი, 18:00 სთ. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

კონცეფციის განაცხადების მიღების პერიოდში, ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ახალციხეში შეხვდრა 13 თებერვალს,გაიმართება. დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: (+995 431) 251330; საკონტაქტო პირი: მარიამ კლდიაშვილი.

[sknews.ge]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის
სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ
კონკურსი   „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება
სოციალური მეწარმეობის დსახმარებლად პროექტი იწყება
სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება