FM97.5 / LIVE

ახალციხეში H1N1-ს 3 შემთხვევა გამოვლინდა

მთავარი 18.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1-ს სამი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

სამივე შემთხვევა ბავშვებში გამოვლინდა. ორი შემთხვევა სოფელ სვირში, ერთი კი ახალციხეში დაფიქსირდა.

H1N1 ტიპის ვირუსი გრიპის მსგავსი სიმპტომებით ხასიათდება. თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა, საერთო ინტოქსიკაცია (თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი), იშვიათად ყელის ტკივილი ან ცხვირის „გაჭედვა", ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომ არ გართულდეს პნევმონიით, - გვიხსნიან მედიკოსები.

- ’აუცილებელია მიიღონ დიდი რაოდენობით სითხეები. ხშირად გაანიავონ ოთახი. ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკური ღონისძიება ჰიგიენის დაცვა, ხელის ხშირი დაბანაა”, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ფატი ხაბულიანი.

მედიკოსები ვირუსის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას ვაქცინაციის გაკეთებას ურჩევენ.

- ’ვაქცინა მანამდე უნდა გაკეთდეს, ვიდრე დაავადდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეფექტური ვერ იქნება. სასურველია აცრა ოქტომბერში, ან სექტემბერში ჩიტარონ, უფრო დაცული იქნებიან, თუმცა ახლაც არ არის გვიან’, - ამბობს ხაბულიანი და აქვე ამატებს, რომ დაავადების შემთხვევაში სასურველია პაციენტმა ნიღაბი ატაროს.

საქართველოში, 2012-2013 წლების გრიპის სეზონზე გრიპისმაგვარი დაავადებებისა (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) მატების ტენდენცია აღინიშნება 2013 წლის მე-3 კვირიდან, რაც გრიპის სეზონური მატების მანიშნებელია. გრიპისმაგვარი დაავადებების (ILI) - 300 შემთხვევა - 100 000 მოსახლეზე და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) - 100 ჰოსპიტალიზაცია ყოველ 1000 ჰოსპიტალიზებულზე, გამოვლენის მაჩვენებელი სეზონური მატებისთვის დამახასიათებელი ზღვარის ფარგლებშია, რაც იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ მიმდინარე სეზონი, წინასწარი შეფასებით, არ გამოირჩევა განსაკუთრებული ინტენსივობით, - ნათქვამია ”საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის” სამინისტროს ვებგვერდზე.

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 18 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასატურებულია გრიპის 143 შემთხვევა, საიდანაც 133 იყო A ტიპის ვირუსი, ხოლო 10 B ტიპის. 7 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, ამათგან, ხუთს გრიპით დაავადებამდე აღენიშნებოდა ერთი ან რამდენიმე ქრონიკული დაავადება. ერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი ასოცირებული იყო ორსულობასთან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

H1N1 ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა – დაღუპულთა რაოდენობა 7 გახდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ვირუსების პიკი გადავლილია
იმატა თუ არა ჰაერწვეთოვანმა  ინფექციებმა სამცხე–ჯავახეთში
გრიპის ვირუსით მერვე ადამიანი გარდაიცვალა
რეკომენდაციები H1N1 ვირუსის, ე.წ. ღორის გრიპის პრევენციისთვის
სამცხე–ჯავახეთში H1N1 არ დაფიქსირებულა
როგორ დავიცვათ თავი ვირუსული ინფექციებისგან