FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.01.2017
სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგების მონაწილეობით, დღეს, 25 იანვარს, ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.

ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

ფორუმში ახალგაზრდები სამცხე–ჯავახეთის 14 სკოლიდან მონაწილეობდნენ. ისინი მსჯელობდნენ მათ თემებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

ახალგაზრდებმა პრეზენტაცია ოთხ თემაზე მოამზადეს: ეკოლოგიური პრობლემა, ინტეგრაცია, ტურიზმი და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

„ამ ფორუმზე კარგად გამოჩნდა, ახალგაზრდების ერთობლივი მუშაობა, კონკრეტულ თემაზე და სხვა ყველაფერთან ერთად, ეს ინტეგრაციასაც უწყიბს ხელს“, – ამბობს "საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის" ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი.

ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში მოეწყო. სამცხე-ჯავახეთში ამ პროგრამას ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი კურირებს.

აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა სუდაძის განმარტებით, დღევანდელ ფორუმში ძირითადად ახალციხისა და ახალქალაქის სკოლები მონაწილეობდნენ: „მათ შეიმუშავეს მინი პროექტები, რომლებიც დაფინანსდება 260 დოლარით. გარდა ამისა, დაგეგმილია ამ პროექტების პრეზენტაცია პოტენციურიმხარდამჭერებისათვის, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მათ განხორციელებას და მდგრადობას. ეს შეიძლება იყოს ადამიანური რესურსით მხარდაჭერა, კონსულტაციები, ექსპერტიზა და ა.შ.“.

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ხორციელდება2015 წლიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ. პროგრამა დახმარებას უწევს 480 საჯარო სკოლას საქართველოს ყველა რეგიონში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. პროგრამის ფარგლებში, სკოლებმა მიიღეს დამხმარე სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო რესურსები, მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, პროგრამა მხარს უჭერს მოსწავლეებს და პედაგოგებს სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში.

ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამა იწყება
ხვალ ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება
სამოქალაქო განათლების პროგრამამ ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა
‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა
ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“ სოფელ ვაჩიანში
პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ მუშაობა შეაჯამა
ახალგაზრდულმა ცენტრმა პროგრამა ‘მომავლის თაობა’ შეაჯამა