FM97.5 / LIVE

უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.01.2017
სოფიო ბერიძე, რომელიც ოთხი წელი ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში დამლაგებლად მუშაობდა, ახლა კი უსამსახუროდ დარჩა, დახმარებას ითხოვს.

უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს
ერთი თვეა 40 წლის სოფიოს სამსახური აღარ აქვს. 5 იანვარს იგი სამსახურიდან, როგორც თავად ამბობს, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე გაათავსუფლეს: „დამირეკეს და მითხრეს, აღარ მოხვიდე სამსახურში, შემცირებაში მოყევიო“.

სოფიო ბერიძე ახალციხეში, დედასთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ სამსახურის დაკარგვს შემდეგ მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა, ახლა მათი შემოსავალი მხოლოდ დედის პენსია და ხელფასია, რაც ოჯახს არსებობისთვის ძლივს ჰყოფნის.
„დედაჩემიც უკვე ასაკშია, მალე მუშაობა აღარ შეეძლება და უსახსროდ დავრჩებით. იმდენი შემოსავალი მინდა მქონდეს, რომ საბანკო და კომუნალური ხარჯების გადახდა შევძლო“, – ამბობს სოფიო.

რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ამ კითხვაზე პასუხი ‘სამხრეთის კარიბჭემ’ თავდაცვის სამინისტროსგან ვერ მიიღო. საზგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაგვპირდნენ, რომ გაგვირკვევდნენ, თუმცა, შემდეგ აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ თბილისში არ იყო და ვერ გაგვირკვევდა.

უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს

ბერიძეების ოჯახს ამ ეტაპზე სოციალური დახმარება არ აქვს, რადგან სოფიო დასაქმებული იყო. გარდა ამისა, მისი თქმით, დახმარება სამი წლის წინ იმის გამო მოუხსნეს, რომ მამამ ავტომანქანა შეიძინა: „ახლა არც მამა მყავს ცოცხალი და ავტომანქანაც გავყიდეთ. დახმარების მისაღებად სოციალური მომსახურების სააგენტოში განაცხადი შევავსეთ, სოციალური აგენტიც მოვიდა ჩვენთან, თუმცა, ჯერ პასუხი არ ვიცით“.

სოციალური მომსახურების სააგენტოში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსი ეკუთვნის თუ არა ოჯახს, ამის დასადგენად ქულებს პროგრამა ითვლის. ბერიძეების საბოლოო ქულა კი ჯერ დათვლილი არ არის და ამდენად, ამ ეტაპზე რაიმეს თქმა ნაადრევია.

უსამსახუროდ და სესხებით - სოფიო ბერიძე  დახმარებას ითხოვს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2019 მძლეოსნობაში ‘სასკოლო ოლიმპიადის’ ფინალში ახალციხის ორი გუნდი გადავიდა

20.05.2019 სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

20.05.2019 NDI: არაქართულენოვან არხებს ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხშირად უმცირესობები იყენებენ

20.05.2019 NDI: სომხურ დასახლებებში, უმრავლესობა ‘საბჭოთა კავშირის’ დაშლას უარყოფითად აფასებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

სოციალურად დაუცველი ოჯახი პროტესტის ნიშნად შვილს სოც.სამსახურში ტოვებს
ცხოვრება დროებით საცხოვრებელში და მოხსნილი დახმარება

სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
სოციალურად დაუცველ სტუდენტს სტატუსის შეჩერება ემუქრება
ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება
ოთხსულიანი ოჯახი დროებით საცხოვრებელში