FM97.5 / LIVE

ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.01.2017
იმპიჩმენტის წესით გადაყენებულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, ადიგენის თვითმმართველობას საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოუგო და საკრებულო ვალდებულია, უახლოეს სხდომაზე, ყოფილი თავმჯდომარე პოზიციაზე აღადგინოს და იძულებით განაცდურიც აუნაზღაუროს.

ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე

ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს მოქმედ თავმჯდომარეს იმედა მღებრიშვილს, სავარაუდოდ, 7 თებერვალს ჩაანაცვლებს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ლობჯანიძის სარჩელი დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც იგი თავმჯდომარის პოზიციაზე უნდა დაბრუნდეს და იძულებით განაცდური აუნაზღაურდეს, ადიგენის საკრებულოს უკვე ჩაბარდა.

„სასამართლოს გადაწყვეტილება ნამდვილად მივიღეთ. უახლოს სხდომაზე, 7 თებერვალს გამოვაცხადებთ საბოლოო ვერდიქტს. ამის შეუსრულებლობა დაუშვებელია, დემოკრატიულ პრინციპებს ვერ უგულებელვყოფთ“, – აცხადებს ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ძაძამია.

ლევან ლობჯანიძის თქმით, უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება 17 ნოემბერს მიიღო: „თუმცა ის საკრებულოს დღეს ჩაბარდა და მისი აღება მეც დღეს შევძელი“.

ლობჯანიძის განმარტებით, უახლოს სხდომაზე საკრებულომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობად უნდა მიიღოს და იგი თავმჯდომარედ დააბრუნოს: „პროცედურულად, იურიდიულ სამსახურს უნდა დაევალოს დასკვნის მომზადება, შემდეგ გაიტანონ ეს საკითხი ბიუროს სხდომაზე და ამის მერე საკრებულოს გააცნონ. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი როგორც ჩემი გათავისუფლების აქტი, ასევე ის აქტი, რომლის მიხედვითაც თავმჯდომარედ იმედა მღებრიშვილი დაინიშნა“.

ლობჯანიძე ფიქრობს, რომ გუნდათან ერთად მუშაობის გაგრძელება არ გაუჭირდება: „მაშინ ჩემი გადაყენება საკრებულოს წევრების სურვილი არ იყო, ამაში სხვა ადამიანები ერია“.

ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
იმედა მღებრიშვილი, რომელიც ამ პოზიციას ლობჯანიძის გადაყენების შემდეგ იკავებს

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 მარტს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. იმავე დღეს დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

ლობჯანიძე ადგილობრივ თვითმმართველობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებდა და მიაჩნდა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება პროცედურული დარღვევებით მოხდა, ამიტომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის სხდომის შედეგებისა და ახალი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის არჩევის ბათილად ცნობას ითხოვდა.მან საქმე სამივე ინსტანციაში მოიგო.

მას შემდეგ რაც ადიგენის თვითმმართველობამ პირველი ინსტანციის სასამართლოში პროცესი წააგო, საკუთარ იურისტს აღარ ენდო და შემდგომ ინსტანციებში საქმის წარმოებისთვის ადვოკატები დაიქირავა. მომსახურებისთვის საადვოკატო ბიუროსთან „Ok & CG”-სთან ხელშეკრულება 1500 ლარზე გააფორმა. თუმცა, მათ საქმის მოგება მაინც ვერ შეძლეს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ
ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო
ადიგენის გამგეობის დაქირავებულმა ადვოკატებმა სააპელაციოში საქმე წააგეს
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
ადიგენის ბიუჯეტმა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებით 60 000–ზე მეტი იზარალა
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა