FM97.5 / LIVE

„თუ ბრალდებები უსაფუძვლოა, რატომ დატოვა სერაფიმემ ეპარქია?“ – ბორჯომის მრევლის ნაწილის განცხადება

მთავარისიახლე, საზოგადოება 22.01.2017
ბორჯომის მრევლის ის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სერაფიმე ჯოჯუას ეპარქია უსაფუძვლოდ არ დაუტოვებია ხელმოწერებს აგროვებს. მათი მოთხოვნაა, რეალურად გაირკვეს ის, თუ რატომ დატოვა მეუფემ ეპარქია.

„თუ ბრალდებები უსაფუძვლოა, რატომ დატოვა სერაფიმემ ეპარქია?“ – ბორჯომის მრევლის ნაწილის  განცხადება
ბორჯომის მრევლის ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭე“ უცვლელად გთავაზობთ:

„ალბათ დაგვეთანხმებით,რომ ეკლესია არის ქრისტეს მისტიური სხეული და წარმოუდგენელია სიწმინდეზე ძირმაგარა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბორჯომ-ბაკურიანის ეკლესია-მონასტრების მრევლი ვადევნებთ თვალყურს ბორჯომის ეპარქიაში დატრიალებულ მოვლენებს.დღეს სიტუაცია უკვე იმდენად ჩიხში შევიდა და იმდენად დაიძაბა, იმხელა ლანძღვა-გინება ,თითის გაშვერა და ცილისწამება წამოვიდა ჩვენს სულიერ მამებზე, რომ ჩვენ,ბორჯომის მრევლის დიდი ნაწილი ვითხოვთ პასუხს რიგ კითხვებზე;იმაში ალბათ ყველა დაგვეთანხმებით,რომ ბრმა-ყრუობის პერიოდიდან დიდი ხანია გამოვედით. 21-ე საუკუნის პირობებში საქართველოში იგმობა ერთსქესიანთა ქორწინება, მამათმავლობა და სხვადასხვა ფსიქიკურ-სექსუალური გაუკუღმართება.

ბორჯომში თვეების წინ მოვლენები ასე განვითარდა: მეუფე სერაფიმე ჯოჯუა, ამხილეს რა ადამიანისათვის და მითუმეტეს მიტროპოლიტისათვის შეუსაბამო საქციელში, სასწრაფოდ ტოვებს ეპარქიას. ეპარქიაში ხალხი იწყებს ქუჩაში გამოსვლას,და მოითხოვს მეუფის უკან დაბრუნებას. სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურობს მეუფის ე.წ.მხარდამჭერთა დიდი ნაწილი, ჩვენ კი ჩვენი ცილისწამების ქარცეცხლში უსამართლოდ მოყოლილი ჩვენი მოძღვრების კურთხევას ვასრულებთ და დღემდე ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, რომელიც უკვე ბევრს ჯანმრთელობის ფასად უჯდება. ამდენი შეურაცხყოფა, ტალახი და მუქარა წამოვიდა ყველაზე აქტიური მეუფის დამცავი ლია წიქარიშვილის მხრიდან, რომელიც თავის სოციალურ გვერდზე ლანძღვა-გინებას-მუქარას აღარ აკლებს ჩვენს მოძღვრებს.

ჩვენს მოთმინებას ამოეწურა საზღვარი, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და მოვითხოვთ პასუხი გაგვცენ შემდეგ კითხვებზე:

1.ვინ არის ლია წიქარიშვილი,რომელიც ამდენის უფლებებს აძლევს თავის თავს, ჩამოაბრძანეთ საქართველოში და წარსდგეს იმ სასამართლოს წინაშე თავის დამქაშებთან ერთად,რომელსაც მალე მივმართავთ მრევლის სახელით.

ჩვენ გვაქვს სრული კონსტიტუციური უფლება პასუხი გვქონდეს შემდეგ კითხვებზე:

1. 21-წლიანი ეპარქიის ხელმძღვანელობის შემდეგ, თუ ეს ყველაფერი უსუსური ბრალდება და ცილისწამებაა, რატომ ტოვებს ეპარქიას მეუფე სერაფიმე ჯოჯუა.

2.თუ იგი მართლა დამნაშავეა, რატომ უნარჩუნებს საპატრიარქო ხარისხს და აგზავნის გერმანიის და ავსტრიის ეპარქიების ხელმძღვანელად.

3.რატომ არ ღებულობს კონკრეტულ პიროვნებას გერმანია-ავსტრიის სასულიერო დასი და მრევლი (გაეცანით მამა თამაზ ლომიძის წერილს).

4.მრევლისაგან,რომელიც სერაფიმე ჯოჯუას დამცველად ევლინება, რატომ მოდის ამდენი ბილწსიტყვაობა, მუქარა, თითის გაშვერა, რატომ დუმს ამაზე კომპეტენტური ორგანო?

6.კატეგორიულად ვითხოვთ დაუდასტურონ ყველა ის ბრალდება ჩვენს მამაოებს, რომლებიც ეს დღეებია ვრცელდება სოციალური ქსელებით.

თუ მართალია ყოფილი მიტროპოლიტი და ეს ყველაფერი ცილისწამებაა, გაარკვიოს სასამართლომ, და მას აღუდგეს ხარისხი და დააბრუნონ ეპარქიაში, ხოლო თუ ეს ასე არაა, ვითხოვთ პასუხი აგოს ყველამ იმ ცილისწამებაზე,რაც ეს დღეებია ტრიალებს სოციალურ ქსელში ჩვენი სულიერი მამების მიმართულებით.

ამ პოსტს ხელს აწერს ასობით ადამიანი, ხელმოწერებს შესაბამის ორგანოში წარვადგენთ. აქ უკვე საქმე ეხება ასობით და ათასეულ დედა ეკლესიის წიაღში დაბრკოლებულ ადამიანს. უფალი ბრძანებს სახარებაში: თუ ვინმე ერთ მცირეთთაგანს დააბრკოლებს თავის საქციელით და ხელს შეუშლის ღვთისკენ სავალ გზაზე დამდგარ ადამიანს, და ეს ჩვეულებრივ ადამიანს ცოდვად შეერაცხება, ხომ ორჯერ მეტად მოეკითხება ადამიანთა მოდგმის დაბრკოლება, ღვთისგან ხელდასხმულ სასულიერო პირს და მითუმეტეს ეპისკოპოსს???

ცილისწამების მორევში მოყოლილი სასულიერო პირების მრევლი“.

[sknews.ge]


03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

02.07.2020 გამოცდის მსვლელობისას აბიტურიენტს პირბადის გაკეთება არ მოუწევს - გიორგი გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში მრევლმა  მეუფე  სერაფიმეს მხარდასაჭერად აქცია გამართა
თამაზ ლომიძის ინფორმაციით, გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად მიტროპოლიტი გერასიმე დაინიშნა
სად არის მეუფე სერაფიმე
‘პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, ჩვენ ვერ გამოვიძიებთ’ - მიტროპოლიტი ნიკოლოზი სერაფიმე ჯოჯუაზე
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიას დროებითი მმართველი ჰყავს
მიტროპოლიტ სერაფიმეს სინოდმა მღვდელმოქმედება აღუდგინა
მეუფე სერაფიმე რომანოვების სასახლის მუზეუმად გადაკეთებას ითხოვს