სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 581 ადამიანი ემსხვერპლა

მთავარისიახლე, საზოგადოება, შემთხვევა 19.01.2017
2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. აღნიშნულის შედეგად 581 ადამიანი გარდაიცვალა და 9 951 დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 581 ადამიანი ემსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2016 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.

2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

დედაქალაქში 2016 წელს მომხდარო რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა 3 264-ია, დაიღუპა 98 და დაშავდა 4 173 ადამიანი.

2015 წელთან შედარებით, თბილისში საგზაო შემთხვევების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი 9%-ით არის გაზრდილი, დაშავებულთა რაოდენობა კი, ასევე, 9 %-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ქვეითებს, 2016 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 154 ქვეითი დაიღუპა, 2159 კი, დაშავდა. თბილისში გასულ წელს 59 ქვეითი დაიღუპა, 1410 კი დაშავდა. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 2016 წელს დაღუპულ ქვეითთა მაჩვენებელი თბილისში 4%-ით არის გაზრდილი, დაშავებულთა რაოდენობა კი, 8%-ით გაიზარდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

[Sknews.ge]


19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

18.02.2018 სასკოლო სპორტული ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2018 ახალციხის დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ

20.02.2018 'რაბათის' კვალი [PhotoVideo]

20.02.2018 ადიგენში, სოფელ უდეში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

19.02.2018 მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

საქსტატი: 2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა შემცირდა
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით  2015 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა 0,7%–ით გაიზარდა
საქსტატი: 2015 წელს ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 2,3%–ით შემცირდა
2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა
საჯარო რეესტრი: ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა
შსს:  ავტოსაგზაო შემთხვევებმა იკლო
შსს:  2014 წელთან შედარებით, წელს, აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 2%–ით გაიზარდა