FM97.5 / LIVE

რატომ ხევენ მინაძეში წყლის ქვითრებს

მთავარისაზოგადოება 17.02.2013
სოფელ მინაძეში მცხოვრებთა ნაწილი პროტესტის ნიშნად სასმელი წყლის გადასახადის ქვითრებს ხევს და ამბობს, რომ არცერთ თეთრს არ გადაიხდის, ვიდრე წყალი ყველას არ ექნება.

რატომ ხევენ მინაძეში წყლის ქვითრებს

მინაძე ასპინძის მიმართულებით, ორფოლოს პოლიგონისკენ მიმავალ ტრასასთან მდებარეობს. ადგილობრივები სოფელს პირობითად ორ ნაწილად, გაღმა და გამოღმა მინაძედ ყოფენ. სასმელი წყლის პრობლემა სოფლის ნაწილს აქვს, მათ, ვინც ორფოლოს გზის მხარეს ცხოვრობს. ყურადღების მიპყრობას ისინი სამი წელია უშედეგოდ ცდილობენ.

12-წევრიანი გვირჯიშვილების ოჯახი წყალს საუბნო წყაროდან ეზიდება.

- ‘დავიღალეთ! ისე გააკეთონ, რომ მთელ სოფელს ჰქონდეს წყალი და არა ნახევარს’, - გვეუბნება გულო გვირჯიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ამ ნაწილს წყალი არ აქვს, გადასახდის გადახდას მათ მაინც სთხოვენ.

- ‘ქვითრები მოიტანეს და მათ თვალწინ დავხიე. მომიყვანონ წყალი და გადავიხდი. ოთხი თვის დავალიანება 70 ლარი იყო, მაგრამ ერთ თეთრსაც არ გადავიხდი’, - გვეუბნება სულიკო ანტონიანი.

მინაძის პრობლემაზე „სამხრეთის კარიბჭე“ 2012 წლის დეკემბერშიც წერდა. მაშინ უწყლობის გამო სოფლის მცხოვრებლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მინაძელების მოთხოვნა უცვლელია. ისინი ითხოვენ წყალს ყველა ოჯახში და გამრიცხველიანებას და აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში უპრობლემოდ გადაიხდიან სასმელი წყლის გადასახადსაც.

‘საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’ სამცხე-ჯავახეთის ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილი ამბობს, რომ გამრიცხველიანება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ეს მის სამსახურს არ ეხება.

-‘ჩვენ მარტო სარემონტო სამუშაოებისთვის გვაქვს თანხები გამოყოფილი. მინაძეს პროექტი სჭირდება, ამაში ადგილობრივი ხელისუფლებაც უნდა ჩაერთოს“, - ამბობს ბაგინაშვილი.

იმისათვის, რომ პრობლემის მოგარებაში ადგილობრივი ხელისუფლება ჩაერთოს, მოსახლეობამ მას წერილობით, განცხადებით უნდა მიმართოს. ადგილობრივებს კი ჯერ გამგეობაში განცხადება არ შეუტანიათ.

რატომ ხევენ მინაძეში წყლის ქვითრებს

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სასმელი წყლის პრობლემამ მინაძელები ერთმანეთს დაუპირისპირა
ორკვირიანი უწყლობის შემდეგ, ასპინძის ნაწილს წყლის მიწოდება აღუდგა
გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს
კარწახში ყოველი დილა წყლის ზიდვით იწყება
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება
სამი წყაროს იმედად

ოცი წელი წყლის გარეშე