სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ვისაც აივანზე ყვავილების დარგვა სურს, მიწასა და ყვავილებს ახალციხის მერია მისცემს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.01.2017
ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ 1 აპრილიდან ქალაქში 5 000 ფიჭვის ნერგისა და ყვავილების დარგვას გეგმავს. მერია ყვავილებს იმ მოქალაქეებსაც მისცემს, ვისაც მათი გახარება აივანზე სურს.

ვისაც აივანზე ყვავილების დარგვა სურს, მიწასა და ყვავილებს ახალციხის მერია მისცემს

„ფიჭვის ნერგი 1.5 მეტრის სიგრძის მაინც იქნება და მის გახარებაზეც ვიზრუნებთ“, – განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ.

მისივე თქმით, ქალაქის მეტად გალამაზებისთვის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე სპეციალურ ყუთებში ყვავილები დაირგვება. იმ მცხოვრებლებს, რომლებიც ყვავილების დარგვას საკუთარ აივანზე მოისურვებენ, ყვავილსა და მიწას ახალციხის მერია მისცემს, კალათის ყიდვაზე კი, რომელშიც ყვავლებს ჩარგავენ, თავად მოუწევთ ზრუნვა.

აღნიშნულის შესახებ ახალციხის მერმა ვლადიმერ ზედგინიძემ გუშინ, 17 იანვარს არასათავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და მოქალაქეებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

როგორც ვლადიმერ ზედგინიძემ განაცხადა, 2017 წელი მთავრობის მიერ ტურისტულ წლად არის გამოცხადებული და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გალამაზება ძალიან მნიშვნელოვანია.

„უნდა ვიზრუნოთ ტურიზმის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. სხვა რესურსი ჯერჯერობით არ გაგავაჩნია. თამარაშვილის ქუჩაზე ფასადურია მართალია, მაგრამ რეაბილიტაცია მაინც მოვახდინეთ“, – განაცხადა ქალაქის მერმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

რატომ არ აკეთებს მერია ცენტრალური ქუჩის მოსათიბ ტროტუარს
მეწარმეებს ტროტუარების 'გათავისუფლება' მოუწევთ – მერია კოსტავას ქუჩის შეკეთებას იწყებს
2017 წელს ახალციხეში ენერგოეფექტური ბაღი აღარ აშენდება
ახალციხეში 32 საგზაო ნიშანი მოიხსნება
ახალციხეში ყვავილებს რგავენ
ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა
ახალციხის ქუჩებში მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა მოინახულა